მეტოქის ფურთხებისა და გინებისთვის ეროვნული ლიგის ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯნენ [VIDEO]

AutoSharing Option
14 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩებში მომხდარი ინციდენტები.

პირველი შემთხვევა, რომელზეც სხდომის მიმდინარეობისას იმსჯელეს, "საბურთალო" - "თელავის" მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, მატჩის ვიდეოჩანაწერის ანალიზის შემდეგ არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელ გიორგი კოხრეიძეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2-ათასლარიანი ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.


ამას გარდა, სხდომაზე "ტორპედო"-"დინამო თბილისის" 68-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს.
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელ გიორგი ქიმაძეს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასპორტული საქციელისთვის (შეფურთხება), სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 2400 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ხოლო ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელ თორნიკე გრიგალაშვილს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა.


წყარო: erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ცეცაძე იფურთხება და ამათგან რა უნდა გაგვიკვირდეს, კოხრეიძისგან არ გამოვიდა მანიჩარ მაჩაიძე და ახლა აქლემს მიბაძა.
4
არიქა ზანგებს ჩაგრავენ! ბოდიში ხო არ მოვუხადოთ? ეგერე რო წიხლი მომიქნიოს, მოვტეხავ, საღოლ კოხრე
gagi
21:06 15-07-2020
23

სიახლეები პოპულარული