ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე

AutoSharing Option
"ლოკომოტივთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი კლუბის საიტთან "საბურთალოს" მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გააკეთა:

"პირველ ტაიმში ძალიან ცხელოდა და ჭირდა მოედანზე მოძრაობა. მეორე ნახევარში კი შედარებით ტემპს მოვუმატეთ და ვფლობდით უპირატესობას. თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება არჩათვლილ ბურთს - ვნახე მომენტი. რა თქმა უნდა, გოლია. რას ვიზავთ, ხდება ხოლმე, ვერ დაინახა მსაჯმა. "ლოკომოტივი" პროგრესირებადი და საინტერესო გუნდია, წარმატებებს ვუსურვებ".