ეროვნული ლიგა. VII ტური: თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" ადვილად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივლისს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის "დინამომ" სტუმრად "სამტრედიას" 4:0 მოუგო.

მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლა არ გაიმართა, ვინაიდან "დინამო" 22-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

თბილისის "დინამო" 12 ქულით მეორე ადგილზეა, "სამტრედია" კი 8 ქულით მეექვსეზე.

1-ელ აგვისტოს თბილისის "დინამო" "ჩიხურას" მასპინძლობს, ხოლო 2 აგვისტოს "სამტრედია" ბათუმში "დინამოს" დაუპირისპირდება.

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 ქავთარაძე (17), 0:2 პერნამბუკო (20), 0:3 კაპანაძე (22), 0:4 ქავთარაძე (61)

სამტრედია (4-2-3-1): სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, ახალაძე, ინკუმი, სამბუ, კვირკვია
(იმნაძე 68), ყურბანოვი, დისი (ქოჩლაძე 59), პავიშიჩი, კერძევაძე (კ) (მესიაჩენკო 59)

მწვრთნელი: კაჭარავა

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, მექვაბიშვილი, პაპავა (კ), ბუღრიძე (კუცია 58), ქავთარაძე, პერნამბუკო (კუხიანიძე 73), კაპანაძე (გაბედავა 64)

მწვრთნელი: ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 6 /
არკადიჩ სასწრაფოდ მიიღე ზომები კაჭარავა დაღუპავს გუნდს, მაგან დეიწირა ცხინვალი და დინამო თბილისი, ორივე გუნდის პრეზიდენტებმა გააგდეს გუნდიდან, ახლა გაანადგურებს იმერულ გუნდს , მიიღე ზომები !!!
ლექსო
25 ივლისი 2020 23:35
4
ლექსოია სიმონ, არკადიჩი ვინაა ჩვენი ძმა ხო ვერ მეტყვი სიმონ ა? რაცხა ვერ ვიხსენებ სიმონ მაი ტიპს, ვინაა ნეტა?
kakoie
26 ივლისი 2020 12:03
0
ვულოცავ დინამო თბილისს ამ გამარჯვებას, ბატონ ფიფიას და თავარ მწვრთნელს,ჩემი აზრით დროა სასტარტოში ბევრად გამოცდილი გაბედავა დააყენოთ !
ნუგზარი
25 ივლისი 2020 23:31
4
პირველად ცხოვრებაში ასე გულითადად ვულოცავ დინამოს სამტრედიაში გამარჯვებას. ყველა კომპონენტში დაჩაგრა ამ თავმოყვარეობა დაკარგული ფეხბრუთელებისაგან შეთითხნილი გუნდი.
აქ კაჭარავა კი არა ჩავი რომ მოიყვანო ის ვერ უშველის.
უბრალოს კახა კაჭარავს უღირს ამჯერად კაცურად მოიქცეს,გაუძლოს უხელფასობას და დღესვე წავიდეს კლუბიდან,საკუთარ იმიჯს მაინც შეინარჩუენბას.
ეს იმპორტირებულ უმაქნისთა ხროვა რა საჭიროა?
jango
25 ივლისი 2020 21:38
1
მეც ძალიან მაინტერესებს ამ მართლაც დიდებული მატჩის კომენტარები. თუ არ გამოაქვეყნებთ, შიმშილობას გამოვაცხადებ.
ავთო
25 ივლისი 2020 20:29
4
დადეთ ცხრილი და მატჩის შემდგოკი კომენტარები
Gia
25 ივლისი 2020 19:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული