ეროვნული ლიგა. VII ტური: ორივე გოლი "დილამ" გაიტანა და ბათუმის "დინამოსთან" ფრეს მიაღწია... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივლისს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში "დილა" და ბათუმის "დინამო" დაზავდნენ - 1:1.

ანგარიში კურიოზული ავტოგოლით გაიხსნა - ხურცილავას მოგერიებული ბურთი იენდეუნტს მოხვდა და სტუმრები დაწინაურდნენ. ტაიმის შუაში ბათუმური გუნდი უპირატესობას დაეუფლა, გოლი კი გორელებმა გაიტანეს, როდესაც მარკოზაშვილმა ლექვთაძე ალავიძეს პირისპირ შეჰყარა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე "დინამოს" ისე შეეძლო წინ გაჭრა, მაგრამ საჯარიმოდან გონსალვესის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მატჩის დასასრულს გეგუჩაძის შეგირდები ბევრს უტევდნენ, მაგრამ ვერ იხეირეს.

"დილა" 15 ქულით ლიდერია, ბათუმის "დინამო"
კი 11 ქულით მეოთხე ადგილზეა.

2 აგვისრტოს "დილა" თბილისში "საბურთალოს" შეხვდება, ხოლო ბათუმის "დინამო" "სამტრედიას" უმასპინძლებს.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 0:1 იენდეუნტი (15, საკ.კარში), 1:1 ლექვთაძე (43)

დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა (კ), სანტოსი, იენდეუნტი, ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი, გორგიაშვილი (მადინგა 78), ლექვთაძე (სპანდერაშვილი 58), კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე, ნავალოვსკი, კობახიძე, მელიავა (გაფრინდაშვილი 58), გაგოშიძე, ტეიდი (ცინცაძე 28), ჯიღაური, გონსალვესი (რეინალდო 85), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ფლამარიონი

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
საგოლე მომენტი ბათუმს არ შეუქმნია.ვაგნერმა გაარტყა ძელს ეგ იყო და ეგ.დილას მეტი მომენტი ჰქონდა.მარკოზას ჰქონდა კარგი მომენტი,კოფტალიუკსაც კარგი მომენტი ჰქონდა რომ არაფერი ვთქვათ ლეკვთას გოლზე.ასე რომ საგოლე მომენტებით დილა სჯობდა.
Chivers
12:07 27-07-2020
1
ბათუმი კარგად აგორებს ბურთს, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, თამაშობს, თამაშისთვის. ფეხბურთი კი, გოლია!
100%
07:30 27-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული