31 ივლისიდან გულშემატკივარი სტადიონზე ბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი საიტით იტყობინება, რომ 31 ივლისიდან ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება მიეცემათ:

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივრის სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, რომელიც 30 ივლისს დამტკიცდა.

სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს.
ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.

სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო".
მკითხველის კომენტარები / 8 /
გადაივსება სტადიონები
:)
31 ივლისი 2020 14:19
0
ჩემო მეგობარო,არც ჩემი ოჯახის წევრი თამაშობს ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატში და არც ფანკლუბის წევრი ვარ,მაგრამ მოუთმენლად ველოდები ბათუმის დინამოს საშინაო მატჩებს რომ ტრიბუნაზე ადგილი დავიკავო.ჩემსავეთაა ათასობით ბათუმელი,5,6, და 7 ათასი მაყურებელი დადის მატჩებზე ბათუმში და თუ ვერ ხედავ ამას ეს უკვე შენი პრობლემაა.ამით არ ვამბობ იმას რომ ჩვენს ჩემპიონატში ყველაფერი რიგზეა ან არ არის პრობლემები,თუმცა უყვარს ხალხს ჩვენი ჩემპიონატიც და ამის დასტურად გადავხედოთ ქუთაისის,თელავის,გორის და რაღა თქმა უნდა ბათუმის სტადიონებს და ყველაფერი ნათელი გახდება.
ზაზა-ს
31 ივლისი 2020 13:17
2
მეგობარო
ჩვენს, ქართული ფეხბურთის, თამაშებზე სიარულის სურვილი რატომ უნდა გქონდეს, ეს მიკვირს ზუსტად! ყველაფერი გემოვნების ამბავია და ყველას შეუძლია ის აკეთოს, რაც სიამოვნებს.
მე ქართველ გულშეკმატკივარს უფრო გემოვნებიანად ვთვლი. ვთვლი, რომ თამაშის საყურებლად რომ წახვალ უნდა ნახო კარგი დრიბლინგი, კარგი პასი, მეკარის განსაკუთრებული თამაში,სათამაშო ელემენტების მაღალ ტემპში ხარისხიანად შესრულება, კარგი საჯარიმო დარტყმა, კარგი ფინტი, კარგი მსაჯობა(!) და ა.შ. რითაც ლამაზია ეს სპორტის სახეობა.
ჩვენ რას ვხედავთ? შენელებულ ტემპში ყველაფრის (ან თითქმის ყველაფრის) უხარისხოდ შესრულებას. არ მომწონს სტადიონი მაყურებლით რომ არ ივსება- ფეხბურთი ხომ პირველ რიგში მაყურებლისთვისაა.
გსიამოვნებთ ამ ვაიფეხბურთელების ყურება ? -კი ბატონი! ისიამოვნეთ.
რა ფეხბურთს ვთამაშობთ და რა დონეც გვაქვს წლებია უკვე ჩანს - საკლუბო ფეხბურთი 1-2 ეტაპის მერე შვებულებას იწყებს საერთაშორისო დონეზე. ნაკრები კი წლებია 100 ის ბოლოში იკავებს ადგილს კონგო, მადაგასკარი, ლიბანის და მათი მსგავსი ნაკრებების გვერდით. ესეც მოგწონთ ? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
დაბოლოს, ზოგადად, მაყურებელი თამაშზე დადის სიამოვნება რომ მიიღოს. საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე ყურებით სიამოვნების მიღება ჩემთვის წარმოუდგენელია. მოგწონთ ? -წარმატებები !
ასე გაგრძელდება საფეხბურთო პანდემია წლები და ვისიამოვნოთ ამ ყოველივეთი..
ზაზა
03 აგვისტო 2020 11:25
0
მივა, თორემ გაივსება სტადიონი, რა!
ჩვენს ფეხბურთში 15-20 წელია პანდემიაა პირდაპირი მნიშვნელობით. მაყურებლად მხოლოდ ოჯახის წევრები თუ მივა თამაშზე და ე.წ. ფანკლუბი, რომელიც რაღაც ფორმით ფინანსდება. სულ ეს ვართ.
გარიგებული თამაშები, თამაშის მდარე ხარისხი, კლასის უქონლობა - მაინტერესებს ნეიტრალური გულშემატკივარი ასეთ თამაშებზე რატომ უნდა დადიოდეს ?
დღეს ფეხბურთი და ფეხბურთის ფედერაცია ერთეულებისთვის ფულის საკეთებლადაა. მორჩა და გათავდა.
ცუდი ისაა, საფეხბურთო პანდემია კიდევ 10-15 წელი რომ გაგრძელდება. მერე რა იქნება, საინტერესოა ?!
ზაზა
31 ივლისი 2020 10:04
5
ბათუმში როგორ იქნება ისაა საქმე? მარა 2 აგვისტოს თუ ახალ სტადიონზე ითამაშეს სამტრედიასთან მაშინ კიდე ხო
dato
30 ივლისი 2020 22:25
0
ბევრი ამ ყველაფერს ირონიით უყურებს,თუმცა კარგად გამოჩნდა, რომ ხალხს უყვარს საქართველოს ჩემპიონატი და მატჩებს ღობეებიდან და სტადიონის ირგვლივ შემოვლებული მესერებიდან უყურებს.ასე რომ ძალიან დროული გადაწყვეტილებაა და დიდი მადლობა ამისათვის ფედერაციას.
ქობულეთიდან
30 ივლისი 2020 22:18
1
გვეშველა!! სრული ანშლაგი იქნება ჩემპიონატის თამაშებზე...
Gio
30 ივლისი 2020 21:03
4
კაი ხანია,დროა.ღობეებთან ხალხი ერთმანეთზე მიკრული უყურებს და ამას, ისევ სტადიონზე დისტანციით ჯდომა არა სჯობია?
სოსო
30 ივლისი 2020 20:03
0

სიახლეები პოპულარული