ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ხაჩიძე "ლოკომოტივთან" ნამატჩევს: სატრანსფერო ბანი მოგვეხსნა და გულშემატკივრების ფაქტორიც მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მერვე ტურში სტუმრად "ლოკომოტივის" 2:1 დამარცხების შემდეგ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ გააკეთა:

"ზედიზედ ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ "ლოკომოტივთან" მოგება ძალიან გვჭირდებოდა. კარგად დავიწყეთ მატჩი, აქტიურად ვუტევდით, პენალტიც მოვიპოვეთ.

ფეხბურთელების საქებრად უნდა ითქვას, რომ ვერგამოყენებული პენალტის შემდეგ არ მოდუნდნენ, გააგრძელეს შეტევები და ორი გოლიც გავიტანეთ. ცუდი ისაა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ავირიეთ ცოტა.

მოგვეხსნა სატრანსფერო ბანი, დავიმატეთ 3 ახალწვეული. მართალია, იდეალურ ფორმაში არ არიან ჯერ, მაგრამ მოუმატებენ და გუნდს უფრო მეტად წაადგებიან.

ჩვენთვის გულშემატკივრის ფაქტორიც
ძალიან მნიშვნელოვანია. მომდევნო მატჩებში ვეცდებით უფრო მოვუმატოთ."