6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ტორპედოსა" და "თელავის" მატჩი 1:1 დასრულდა.
ქუთაისში მაყურებელმა ლამაზი თამაში იხილა. პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში ბობკომ დააგვირგვინა, შესვენების შემდეგ კი საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს რუხაძემ შოვნაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ანგარიში გაათანაბრა.
დარჩენილ დროში სტუმრები უფრო ხშირად და სახიფათოდ უტევდნენ, ორჯერ ბურთი ხარიხასაც გაარტყეს და საბოლოოდ - ფრე.
"თელავი" 12 ქულით მეხუთე ადგილზეა, "ტორპედო" კი - 9 ქულით მეშვიდეზე.
12 აგვისტოს "თელავი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, 19 აგვისტოს კი "ტორპედო" გორში "დილას" შეხვდება.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - თელავი 1:1
გოლები: 1:0 ბობკო (43), 1:1 რუხაძე (52)
ტორპედო (4-4-2): შოვნაძე, კასრაძე, ნადარაია, ქაფიანიძე (ადამაძე 74), გრიგალაშვილი, ბობკო, ჯანელიძე (კ), მამასახლისი (მარკოვიჩი 68), ციცქიშვილი, პონომარი (ივანიშვილი 60), ფანცულაია
მწვრთნელი: ხაჩიძე
თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (ნ. ბაშელეიშვილი 46), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მოისწრაფიშვილი (სამუშია 79), მოსიაშვილი, რუხაძე, კვასოვი (კოხრეიძე 58)
მწვრთნელი: გოცირიძე
ქუთაისელები და კლუბი არაფერს თხოვს ფედერაციას და მერიას გარდა ერთისა - გადაეცეს როგორმე კლუბი იტალიელს! თუ არ გადაეცა მანინი ისე ვალს არ ფარავს, და თუ დავალიანება არ დაიფარა მაშინ დაქვეითდება ან სულაც გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას!