ეროვნული ლიგა. X ტური: "ტირანამდე" თბილისის "დინამომ" "თელავს" ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში "თელავისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი 0:0 დასრულდა.

ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" დებიუტანტი "თელავი" ვერ დაჯაბნა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ჩხეტიანის შეგირდების თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, არადა, ჩემპიონთა ლიგაზე "ტირანასთან" შეხვედრა კარსაა მომდგარი.

თბილისის "დინამო" 19 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 12 სექტემბერს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.

"თელავი" კი 13 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს გორში "დილას" დაუპირისპირდება.

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - დინამო (თბ) 0:0

თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (კ), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი,
რუხაძე (სამუშია 70), ნ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, კოხრეიძე

მწვრთნელი: გოცირიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, ქარდავა, შულაია, პაპავა (კ), კუცია (კუხიანიძე 61), გაბედავა (პერნამბუკო 86), ქავთარაძე (ბუღრიძე 72)

მწვრთნელი: ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს არის თფიკისის დინამო ესარის როომან ფიფას სახე ჩხეტიანი რო მოყავს წვთნელად ერთი კაი ფეხბურთელები არ უყიდა წადი რომანი მოშორდი თფილისის დინამოს გული მერვა რააა
Qomagi
17 აგვისტო 2020 17:15
0
ანუ თელავს გუნდად არ თვლი და დინამო ხუთი გოლით უნდა იგებდეს? ჯერ სტატიის ავტორს როგორ გულზე ეხატება დინამო ჯერჯერობით პირველზეაო. ყველაზე კარგად რომ ითამაშა პირველი წრე იმიტომ არის პირველზე.
გურამი
13 აგვისტო 2020 12:35
3
ტირანას დაუმალეს თამაში:)
გოგა
13 აგვისტო 2020 12:06
0
ამ წლების მანძილზე დავრწმუნდი უკვე 100% რომ სანამ დინამოში ფიფია და ერთპიროვნულად მართავს გუნდს წარმატების არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს.
გიორგი
13 აგვისტო 2020 11:50
3
უყურებდი თამაშს და ძალიან მინდოდა დამენახა თუ რითი სჯობდნენ დინამოელები თელაველებს.და ვერაფრით საერთოდ,ალბათ უკეთესი სავარჯიშო პირობებით,ხელფასებით,ეკიპირებით.სხვა აბსოლიტურად ვერაფრით!ამათზეა ნათქვამი კოჭლი წინ მოექცაო თორე ამათ რა უნდათ დინამოში? ეს ჩხეტიანი ხომ საერთოდ ტყემალზე ზიის და ატმის კურკებს ისვრის.რა უნდა ამ კაცს მწვრთნელად ვინმემ იცით? ნოდარ მელაძის არ იყოს-რატომ მოვიდაა,ვინ მოიყვანაა,რატომ მოიყვანაა,სად მოიყვანაა,ვინ დააბრალაა,რათ დააბრალაა,რისთვის დააბრალაა ამ კაცს მწვრთნელობა??????
კახეთი
13 აგვისტო 2020 11:12
2
ასეთი უსუსური,უსახური,ერთფეროვანი და უსუსური დინამო თბილისი მართლა არ მახსოვს როდისმე ყოფილიყოს.ვინმე არა ხართ რომ ფიფიასთან ხმა მიგიწვდებოდეთ?ერთი კითხეთ ვინმემ რაში დასჭირდა ეს ჩხეტიანი? ვერ ატყობს კაცი გაგებაში არ არი მწვრთნელობის?ან ის კაპანაძე რაში სჭირდება?ამათში ფულს როგორ ხარჯავს ერთი ძაან მაინტერესებს,ჩხეტიანისნაირი მწვრთნელი არი საქართველოში რამდენიც გინდა,ფეხბურთელები ხომ საერთოდ.რაში უხდის ეს კაი დედისა და მამის შვილი ხელფასს?
ამათ როგორ უგულშემატკივროთ ერთხელ არ უფიქრია ფიფიას?ამათ გინდა მოიგონ ტირანას?ფუი...ბათუმი თქვენ გაიხარეთ,თქვენი იმედი გვაქ თავმოყვარე გულშემატკივრებს!
დინამო თბილისის უკვე ყოფილი გულშემატკივარი
13 აგვისტო 2020 10:53
2
ისე რომ იცოდეთ ფიფია და იაშვილი ძმაკაცობენ
13 აგვისტო 2020 10:23
4
ყოჩაღ თელავს. ჯერ ჯერობით თელავს დინამომ კი არა ვერავინ მოუგო, ის გამოგონილი პენალტი რომ არა საბურთალოსთან წაგებაც არ ექნებოდა. დინამო წელს უარესია ვიდრე წინა წლებში. ევროპაზე დინამოს არც არაფრის იმედი არ უნდა ქონდეს. საწყენია რომ ბათუმს აქვს გასვლა ევროპა ლიგაზე. სხვა არცერთი ქართული გუნდის იმედი არ მაქვს ევროპაზე, რომ თუნდაც ორე ეტაპს გაივლიან.
G.LA
13 აგვისტო 2020 09:07
2
თელავმა ქულა დაკარგა,მთელი თამაში ათრია ეს უბადრუკი დინამო.
საერთოდ მწვრთნელი რა არის? რაღაც თავისი ხელი დაატყოს,რამე გარდატეხა შეიტანოს თამაშში,ცვლილებები შედეგის მომტანი გააკეთოს...ვინმე ატყობთ დინამოს მწვრთნელის ხელს?ეს ხავილა ჩხეტიანი რო არ იყოს და ვინმე სხვა,თუნდაც მეეზოვე რო იყოს დინამოს მწვრთნელი რამე სხვაობა იქნებოდა? გადააშენეთ ეს ჩხეტიანი საერთოდ. ვერ ატყობთ ისევ ჩოსკოს ხელი ატყვია გუნდს და ინერციით მიდის დინამო
ლ.გიო
13 აგვისტო 2020 07:56
5
ასეთი თამაშით დინამო შორს ვერ წავა ევროტურნირზე ძალიან დიდი მადლობა ფიფიას აკადემისთვის მაგრამ რა აზრი აქვს აკადემის გაკეთებას თუ იქ გაზდილი ფეხბურთელები კლუბს არანაირ სარგებელზს არ მოუტანენ ზოგი 1 სეზონს ითამაშებს და მიდის ზოგი იმ ერთ სეზონსაც არ თამაშობს და მიდის.
ზურა
13 აგვისტო 2020 01:32
1
თუ მარტო ფეხბურთელების გაზრდაზეა ორიენტირებული შეუძლია შექმნას აკადემიის გუნდი როგორიც ჰყავს მაგალითად საბურთალოს აი დინამო კი უნდა იყოს გუნდი რომელშიც ძლიერი გამოცდილი ფეხბურთელები უნდა იყვნენ და შედეგს დებდნენ ევროტურნირებზე
კა
13 აგვისტო 2020 02:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული