ეროვნული ლიგა: დაძაბულ ბრძოლაში "დილამ" "ტორპედოს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/pg/FCDilaGori/

19 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში გორის "დილამ " საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ქუთაისის "ტორპედოს".

ანგარიში 22-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ციცქიშვილმა საჯარიმოს ცენტრიდან დაარტყა - გუგეშაშვილმა ბურთი მოიგერია, თუმცა ივანიშვილმა ზუსტად დაამატა - 0:1.

მასპინძლებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს. 25-ე წუთზე ქუთაისელებმა საკუთარ საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე წააქციეს, ხოლო პენალტი ზუსტად ნუგზარ სპანდერაშვილმა შეასრულა - 1:1.

58-ე წუთზე "დილამ" შეტევა ცენტრიდან წამოიწყო, სპანდერაშვილმა კი შოვნაძეს ახლო კუთხეში გაუტანა და ქართლელები წინ გაიყვანა - 2:1.

მატჩის მთავარი არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე
შეხვედრის საბოლოო ანგარიში მარკოზაშვილმა დააფიქსირა - 3:1.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე"

დილა - ტორპედო 2:1

გოლები: ივანიშვილი 0:1 (22), სპანდერაშვილი 1:1, 2:1 (26, 58)

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა არასპორტული ვიდები აქვთ ისე ჩვენ ფეხბურთელებს, არც ათლეტური აღნაგობა, არც ვიზუალური სპორტული ახალგაზრდული გარეგნობა, / უბანაში , სოფლის ორღობეში მობირჟავეეებს გვანან.../ (სპორტულ გარეგნობაში არ ვგულისხმობ რათქმაუნდა, ტატუებს და კიკინებს)
Vasili
20 აგვისტო 2020 17:49
0
ტირანას კი მოუგებდა დილა 1:0 მაინც!
გოგა
20 აგვისტო 2020 10:03
0
წლევანდელ ჩემპიონატში გამოჩნდა ვინაა ნიჭიერი და პროფესიონალი მწვრთნელებში. გიორგი ნემსაძეს და გორის დილას წარმატებები.ამ კაცს წესით დინამო უნდა ებაროს მაგრამ ფიფიას დინამოში ყოფნას მგონი გორის დილაში ყოფნა ჯობია. თუ აუბეს მხარი და მიყვნენ ხელმძღვანელები გორის დილას წარმატებებს მალე ვიხილავთ
გიორგი კაჭკაჭიშვილი
20 აგვისტო 2020 01:40
1
ნემსაძე შენ საუკეთესო ხარ! ბრავო მაესტრო!
პ.ს. რა ჩხეტიანი, გეგუჩაძე, შალამბერიძე, ჭიაბრიშვილი და დანარჩენი ყარტყურტა ვაიტრენერები
ნემსაძის გულშემატკივარი
20 აგვისტო 2020 00:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული