ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველ ლაშა შერგელაშვილთან ხელშეკრულება გააფორმა და ფეხბურთელი ზღვისპირელთა რიგებში 2 წლის ვადით დარჩება.

ლაშა შერგელაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის კანდიდატია, ბოლოს ბერძნულ "პას იანინაში" თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო.

იქამდე კი მარცხენა მცველი ლატვიურ "რიგასში" გამოდიოდა. შერგელაშვილს საქართველოში თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიის" მაისურით უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგრად გვჯერა რომ ისტორიას დავწერთ!!! გული სიამაყით მევსება როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ დინამო ბათუმზე!
ჩორნა
23 აგვისტო 2020 01:52
1
ბათუმის დინამოს და თბ.დინამოს შედარება დღესდღეობით ნამდვილად უადგილოა, გეგუჩაძე ხო ყავდა ფიფიას? დაააცადააა რო რამის კეთება? აი შედეგი! ბერიძემ კიდე აცადა , ენდო, ხოდა მინიმუმ ჟილკიანი გუნდი ხომ მაინც შეკრა, ეხლა თუ ვერ დადო ბეჭებზე ეს ბეელშევა, დარწმუნებული ვარ იოლად არაფერს დათმობენ, და სპორტია რა , მოხდენით კიდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს... / ბათუმი შენ მაინც არ გაგვაწბილო, თორე შემაბრუნეს რეამინაციაში ისევ ....
Vasili
22 აგვისტო 2020 01:30
1
დვალიშვილი არსად დაეკარგოს...
ვახო
26 აგვისტო 2020 15:48
0
ძალიან თანმიმდევრული სატრანსფერო პოლიტიკა აქვს ბათუმის დინამოს, ძირითად ბირთვს ინარჩუნებენ და რიგ რგოლებში ძლეირდებიან, სადაც საჭიროა. ძალიან მჯერა, რომ ჰაპოელის ბარიერს გაივლიან და მეორე ეტაპზე შესაძლოა ჰაპოელზე სუსტი მეტოქე შეხვდეს, რადგან იქ უკვე განთესილი იქნება. დაველოდოთ მოვლენებს!
რომელუ
21 აგვისტო 2020 20:48
1
სამტრედიელი გულშემატკივარი ვარ და რა თქმა უნდა ევრო ტურნირებზე ნებისმიერ ქართულ გუნდს ვგულშემატკივრობ პირდაპირ მინდა არჩილ ბერიძეს მივმართო როგორც ეხლა გყავს გახარებული ბათუმელი ქომაგი აი მასე გაყევე სანამ შეგეძლება მე კი დიდი შიშით უყურებ ამ ყველაფერს ღმერთმაც ქნას საქართველოში მინიმუმ 5 წლიანი გუნდი გვეღირსოს ტენდენცია კი სამწუხარო გვაქ 2 წელს ვერ გავცდით აბა თქვენ იცით ბატონო არჩილ კარგად გაიგეთ ესაა ყველას თხოვნა.
სამტრედია
21 აგვისტო 2020 20:24
0
ავტონომია სამეგრელოს რომ ქონდეს დარწმუნებული ვარ ყველა დროს ყველაზე მაგარი გუნდი ეყოლებოდა საქართველოში
ბაჩი
21 აგვისტო 2020 15:51
42
შენ ხომარ გაჟრიალებს ?
davita
22 აგვისტო 2020 13:47
0
შენ თვითონ ყველაზე კატგად იცი, რისი ღირსიც ხარ.
სილია
21 აგვისტო 2020 20:51
0
ყველა გამოხმაურება
სწორად ვითარდება ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ერთი მარტივი მიზეზის გამო ბათუმში დინამო უყვართ, პირველ რიგში უყვარს მის პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს და მის გარემოცვას, ეს ხალხი გასამდიდრებლად და ფულის საშოვნელად კი არ მოსულან არამედ საკუთარი ქალაქის გუნდის სიყვარულმა მოიყვანა, ჯოვინო ფლამარიონი რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია დღეს ჩვენ ჩემპიონატში წინა წელს ეპატიჟებოდა ლიბერეცი ჩეხეთის თუ სწორად მახსოცს საკმაოდ კარგ თანხასაც იხდიდნენ, მაგრამ არავინ არ გაუშვა რატო იმიტო ზოგიერთებივით ოღონდ ფული იშოვონ ეს ხალხი არ ფიქრობს ესე, პირდაპირ უნდა ვთქვა აქ არ ააქვს მნიშვნელობა ბათუმელი ხარ თბილისელი თუ ფოთელი როცა ჩვენი გუნდები ევროასპარეზე გადიან ჩემთვის ყველა ბათუმის დინამოა ისეთივე ენთუზუაზმით ვგულშემატკივრობ როგორც ჩემი ქალაქის გუნდს, გული მტკივა უბრალოდ ესე მაჩანჩალა მდგომარეობაში როა დღეს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იმის გამო რო საკუთარი ჯიბეები გაისკელონ. ზუსტად ეს სხვაობააა ბათუმის დინამოს და თბილისის დინამოს შორის, არჩილ ბერიძე არც ჩემი ნაცნობია და არც ნათესავი, უბრალოდ ბედნიერი ვარ რო ჩვენ ბათუმლებს გაგვიმართლა და სათავეში კაცია მოსული რომელსაც საკუთარი გუნდი მთელი გულით უყვარს.ესაა წარმატების საწინდარი დღეს თუ არა ხვალ ჩვენ გავიმარჯვებთ...
Batumi90
21 აგვისტო 2020 15:22
0
კოლხეთი ისე გამოხრეს რომ 3 წელში ლიგა 3ში გავარდა და იქაც კი ვალები დაადეს , ფოთი ზოგადად როგორც ქალაქი ალბათ ერთ ერთი ყველაზე შემოსავლიანია მაგრამ 90 წლიდან დღემდე ქალაქში არაფერი გაუკეთებია არც ერთ მთავრობას . მეწველი ძროხაა რაა ამათთვის ფოთს შემოაქვს ფული და ტენიან სხვა რეგიონებს .
მიხაელ
21 აგვისტო 2020 20:04
1
ერთადერთი ქართული კლუბი რომელიც სწორ გზაზე დგას! შეძლებისდაგვარად ძლიერდებიან ნაბიჯ-ნაბიჯ, ძირითად ბირთვსაც არ კარგავენ. ყოჩაღ ბათუმის დინამო! წარმატებები ევროსარბიელზე!
ქომაგი
21 აგვისტო 2020 14:05
0
ძალიან არ გაუმართლა წელს კენჭისყრაში ბათUმს, თორემ წელსაც ექნებოდა შანის ევროტურინრებზე, ნუ ტირანას რომ მოუგებდა მაგაშI 100 % დარწმენებული ვარ!
Tbilisi
21 აგვისტო 2020 13:45
1
ჰაპოელი ბოლო 5 წლის მანძილზე ასეთი სუსტი არ ყოფილა ასე რომ ბათუმს აქვს შანსი 50/50 . მჯერა არ გაგვაწბილებენ
მიხაელ
21 აგვისტო 2020 20:06
0
კარგად მუშაობს ბათუმის დინამო,ჭკვიანურად ძალიან,გუნდი კიარ იშლება არამედ ძლიერდება და ძლიერდება,წელს ჩემპიონობას მომავალში ეუროპას დადებენ,ნაბიჯ ნაბიჯ შენდება გუნდი და თანაც გონივრულად,თბილისის დინამოსავით კი არ არის ყველა წაგებაზე მწვრთნელს და გუნდს რო უშვებს და ახალი ხროვა მოყავს,წინ დინამო ბათუმი...!!!
Aba heee
21 აგვისტო 2020 13:23
0

სიახლეები პოპულარული