თბილისის "დინამოს" ჩისკო მუნიოსი ჩაიბარებს

AutoSharing Option
lelo.ge-ს ცნობით, გორის "დილას" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისის "დინამოს" სათავეში ჩადგომაზე უარი განაცხადა და კახა ჩხეტიანის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ პოსტზე ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაინიშნება.

თბილისის "დინამო" 39 წლის ჩისკოს მწვრთნელად დანიშვნას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

ჩისკოს ხელმძღვანელობით "დინამო" 2019 წელს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მოულოდნელად სამუშაოდან დაითხოვეს.

ის "დინამოში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
რა საჭირო იყო ჩხეტიანი, როცა გყავს ჩისკო თავისივე აწყობილ დალაგებულ გუნდში?! დინამოს პოლიტიკა არ გადის გუნდის შენებაზე და რაიმე საგარეო წარმატების მიღწევაზე! #მიგაფსიფსიფსიფიფია
ბასკი
27 აგვისტო 2020 14:44
0
ტიპს თავისივე აწყობილი გუნდი მთელი ტაქტიკიანად დაატოვებინეს და ახლა დააბრუნეს...დინამოში არასწორ გადაწყვეტილებებზე აგებს პასუხს ვინმე საერთოდ?როდემდე უნდა გაგრძელდეს განუკითხაობა ქართულ ფეხბურთში?უკვე სამარცხვინო წაგებებზე არც მე და არც ხალხს რეაქცია არ აქვს და აღარც ნერვები ეშლება, ეს ერთადერთი დადებითი მომენტია ქართულ ფეხბურთში
levan
26 აგვისტო 2020 13:16
0
გოჩა დისლაიკზე დამეჭირა :D / გეთანხმები გამოთქმულ აზრში!!!
Vasili
24 აგვისტო 2020 21:35
0
ნეტავ რამე ეშველოს ჩვენ სახელოვან დინამოს და დაიბრუნოს თავისი კუთვნილი ადგილი საერთაშორისო სარბიელზე ! ბატონო ფიფია იქნებ გაიმეტოთ ცოტა მეტი თანხა და ჩისკომ თავის ნაირი ლეგიონერები მაინც რომ ჩამოიყვანოს 4-5 კაცი რომ გუნდი ხერხემალში გასწორდეს და მაჩანჩალა ჭ კლასის თამაში აღარ ვიხილოთ გულშემატკივრებმა, ევრო სარბიელს რომ თავი დავანებოთ ეროვნულ ლიგაშიც რომ სათანადო საშუალო კლასი მაინც აჩვენოს და სხვა ქართული გუნდებიც უფრო იფიქრებენ გაძლიერებაზე და იქნებ ჩვენი ჩემპიონატის დონეც ამაღლდეს და ასე საცოდავად არ გამოიყურებოდეს ჩვენი ფეხბურთის დონე !!!
gocha juve
24 აგვისტო 2020 17:31
1
რომანოზ კიდე დააბოლე ხო?)))
wbc
24 აგვისტო 2020 13:50
0
ძალიან კარგი, იმედია ამჯერად მაინც აცდის ფიფია ამ კაცს და კიდე უმადურად არ მოექცევა. წარმატებები სულით დინამოელ ჩისკოს! რაც შეეხება ფიფიას ბრალს, ამბობთ რა ქნას არ იყიდება ტრანდლაციებიო და ა.შ. ჯერ ერთი სფფ სქქართველოს ბიუჯეტიდან უხდის ზუსტად მაგიტომ თანხებს გუნდებს რომ ეგ დანაკლისები ანაზღაურდეს და მეორე გააკეთოს ისეთი გუ№დი რომ გახდეს მომგებიანი, გავიდეს ლიგაზე და იმდენს იშოვიან თუ ისევ ვინმე უტვინოს ძუნწის ჭკუაზე არ ივლის მაგრად მოხოდავენ!!!
ვაკო
23 აგვისტო 2020 08:16
0
ხალხმა რატო უნდა იაროს ვერ ვხვდები,, საქართველო ძალიან პატარაა, ყველა ყველას ახლობელეია, ყველა ბევრი რაღაცეები გვსმენია , როცა თამაშები წინასწარ გარკვეული იყო, როცა ამდენი ჩაწყობა, და ამ ყველაფერთან ერთად უსაზიზღრესი დონის ფეხბურთი, რამდენჯერ იყო რო გაივსო სტადიონი, გინდა სანაკრებო და გინდა საკლუბო, და ყოველთვის უთავმოყვარეო თამაში რო იყო, ან კიდე წინასწარ გარკვეული თამაშის სუნი რო ასდიოდა, ამ ყველაფრის შემხედვარე როგორ უნდა მიხვიდე და უგულშემატკივრო? აი რაც არარატთან მოხდა შარშან, ან ეხლა ტირანასთან, როგორ უნდა მოგიბრუნდეს გული და როგორ უნდა ყსაყვედურო კაცს რატო არ დადიხარო? ეს არის ემოციური სპორტი , მკვდარს ვერ ვუგულშემატკივრებ!!! ///// გაააკეთონ კაი გუნდი , გავიდეს ლიგაზე , შეხვდეს რეალს, იუვენტუს, ბარსელონას, ბაიერნს, და აი ნახავ აქეთ დაიწყებენ ტელევიზიები ფულის გადახდას, შეიძლება გვარამიამ წაიყვანოს მერე რეპორტაჟები!!! აბა ისე ვის რათ უნდა ??? ხო ხედავ თურქული საშინელ სერიალებს უფრო მეტი რეიტინგი აქ ვიდრე თბ.დინამოს!!
Vasili
23 აგვისტო 2020 00:48
4
მეგობარო, შენ თვითონვე წერ პრაქტიკულად, რომ არ გაინტერესებს საქართველოს ჩემპიონატი და მაინცდამაინც ლიგაზე გასვლა, იუვენტუსთან და რეალთან თამაშის ყურება გინდა. ამაშია პრობლემა. ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ. უამრავი კარგი თამაში ყოფილა ჩვენს ჩემპიონატში, ტყუილად გგონია, რეალს თუ არ შეხვდი, საინტერესო რა უნდა იყოსო.
ვასილის
23 აგვისტო 2020 02:30
3
ერთი ლიკი დადეთ რუბინ ცესკას თამაშის რა გჩირთ დადეთ ლიკი
Ucnobi
22 აგვისტო 2020 21:53
3
როცა საქართველოში ფეხბურთის რეპორტაჟები არ იყიდება, როცა ხალხი სტადიონზე არ დადის, როცა ჩემპიონატში კონკურენცია არ არსებობს და არანაირი კომერციული დატვირთვა არ აქვს ფეხბურთს, როცა ფეხბურთის ფედერაცია ფულის კეთებით არის დაკავებული , ამ ფონზე ფიფიას რას ვთხოვთ, მაგრად მაინტერესებს?!
ფეხბურთი
22 აგვისტო 2020 21:05
8
ფიფიას არ მოვთხოვოთ?????
აბა დედამისს???
ZE
23 აგვისტო 2020 00:12
0
ფიფიას ხელწერა სულ ერთი და იგივეა, საკმაოდ ადვილი გამოსაცნობი - თავიდან დაიწყო ესპანელებით, გაუშვა. რომ ვერაფერი მოიფიქრა უკეთესი, გაურკვეველი წარმომავლობის ლეგიონერები მოიყვანა, ისინიც იმავე გზას გაუყენა. ეხლა იქამდე მივიდა, საქართველოში დაიწყო მწვრთნელისა თუ ფეხბურთელების ძებნა, შორს არ წასულა და აგერ ჩხეტიანი მოიყვანა, ეხლა ისევ ჩისკოს მიუბრუნდა და მიდიი! ერთ წრეზე მიდის გუნდის ცხოვრება. ნაყიდი აქვს კლუბი, სტადიონიც 50 წლიანი იჯარით გადაცემული და ეგ არის. გააკეთა აკადემია, მაგრამ იქიდან მოსული ბიჭებით ჯერჯერობით ერთი, ჩვეულებრივი ქართული კლუბი ჰყავს, დილასთან და თელავთან რომ ჭიდაობს. ამბიციები კი ევროტურნირებზე ჯგუფური ეტაპზე გასვლაა. წარმოდგენა არა მაქვს, ჩისკოს მწვრთნელობით რა უნდა უშველოს? არც რაიმე საშუალება არსებობს, უკეთესისკენ უბიძგოს. ერთადერთი დიქტატორი ხელისუფლება თუ აიძულებს სიტუაციის შეცვლას, თორემ არც ფედერაცია და არც სამინისტრო მას პასუხს არ მოსთხოვს.ფაქტია, თბილისის დინამო, რომელიც მატერიალური მდგომარეობით ყველა ქართულ კლუბს აღემატება, უკვე ადვილად ხელწამოსაკრავი გახდა
????
22 აგვისტო 2020 19:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული