ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ჩისკომ პირველი ვარჯიში ჩაატარა - ესპანელი "დინამოში" სეზონის ბოლომდე დარჩება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" დაიდო ფოტომასალა, რომელზეც ასახულია ჩისკო მუნიოსის მიერ ჩატარებული პირველი ვარჯიში საქართველოს ჩემპიონის რიგებში მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ.

"ჩისკო მუნიოსი თბილისშია და ვარჯიშიც გამართა. იგი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს. მასთან ერთად ესპანელები - მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზმომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა იმუშავებენ." - ვკითხულობთ "დინამოს" განცხადებაში.

ჩისკო "დინამოს" რიგებში, როგორც ფეხბურთელი, 2011-14 წლებში თამაშობდა. 2019 წელს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაუბრუნდა, რეალურად კი მთავარი მწვრთნელი იყო, საჭირო ლიცენზიის არქონის გამო იწოდებოდა ასისტენტად. ჩისკოსთან
ერთად "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა.