კოხრეიძეს ესპანეთში ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს

AutoSharing Option
"საბურთალოს" ტრავმირებულ თავდამსხმელ გიორგი კოხრეიძეს ესპანეთში ოპერაცია გაუკეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"გიორგი კოხრეიძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია გაიკეთა. პროცედურა კლინიკა IMED-ში ექიმმა ერნესტო ფერნანდესმა ჩაატარა.

გიორგის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ფეხბურთელი სრულ სარეაბილიტაციო კურსს ვალენსიაში, ხსენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.

კოხრეს გამოჯანმრთელებასა და მინდორზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგის სრულ გამოჯანმრთელებას და მხოლოდ ამის შემდეგ კარიერის გაგრძელებას ვუსურვებ.მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე,გიოს ყოველთვის და ბევრი მოხვდება ფეხებში,ამიტომ,მხოლოდ ბოლომდე გამოჯანმრთელების შემდეგ კარიერის გაგრძელება,აუცილებელი მგონია.არ მინდა ლევან ყენიას მსგავსად,ისიც აჩქარების მსხვერპლი გახდეს.სამწუხაროა,რომ ზრდისათვის საუკეთესო დროს ჰკარგავს,მაგრამ სხვა გზა არ არის.ახლა მოთმინებაა მთავარი.
სოსო
10:04 02-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული