გიორგი კოხრეიძე: ვინატრე - ნეტავ მინდორზე ვიყო-მეთქი…

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს გიორგი კოხრეიძემ ესპანეთში ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. "საბურთალოს" ფეხბურთელი თავის მდგომარეობაზე კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.

- ოპერაციამ იდეალურად ჩაიარა, თავს კარგად ვგრძნობ. კლინიკიდან რამდენიმე წუთის წინ გამწერეს და ახლა სახლში ვაგრძელებ მკურნალობას.

- თქვენთვის პირველი ოპერაცია იყო. არ ნერვიულობდით?
- არაფერი მქონდა სანერვიულო, რადგან მსგავს ოპერაციებს ფეხბურთელები იკეთებენ ხოლმე. სპორტსმენი როცა ხარ, ხან რთულ ოპერაციას გაიკეთებ, ხანაც - მსუბუქს, ეს ჩვეულებრივი მომენტია.

- ოპერაციის შემდეგ ექიმებმა რა გითხრეს?
- უფრო უკეთ გაქვს ნაოპერაციები, ვიდრე წარმოგვედგინაო. მაიმედებენ, შესაძლოა ცოტა
ადრეც დავიწყო ვარჯიში. ვნახოთ, სარეაბილიტაციო კურსი როგორ გაივლის.

- უცხო გარემოში ყოფნა ხომ არ გიჭირთ?
- საერთოდ არ ვგრძნობ, რომ უცხო გარემოში ვარ. დედაჩემიც ჩემ გვერდითაა, რომელიც კიდევ ერთი კვირა დარჩება. ამას გარდა, დიდ ყურადღებას მაქცევს "საბურთალოს" ახლო მეგობარი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს - ლევან სარალიძე. გვერდიდან არ მცილდებიან ადგილობრივები, რომლებსაც "საბურთალოსთან" საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ - ანტონიო ლოპესი და ხავიერ ფიქუერი. ამ ადამიანებს სიტყვა ეთქმით ესპანურ ფეხბურთში.

- "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელზეც გკითხავთ - გიორგი ქოჩორაშვილზე…
- გიორგი ცალკე აღნიშვნის თემაა. იგი ოპერაციის დროსაც კლინიკაში იყო და ახლაც ჩემ გვერდითაა, როდესაც სახლში გამწერეს. დიდ დროს ერთად ვატარებთ - გვერდში მიდგას და ძალიან მამხნევებს.

- რთულია, როდესაც კლუბი ევროტურნირის შეხვედრას ატარებს, თქვენ კი გუნდის დახმარებას ვერ ახერხებთ. რა გრძნობა გქონდათ, როდესაც ასეთი მნიშვნელობის მატჩს თვალს ტელევიზიით ადევნებდით?
- "საბურთალოს" თამაშს რომ ვუყურებდი, ძალიან მომინდა მოედანზე გასვლა. ვინატრე - ნეტავ მინდორზე ვიყო-მეთქი… რთულია, როდესაც შენს გუნდელებსა და მეგობრებს ვერ ეხმარები. ძალიან მომენატრა ფეხბურთის თამაში, ვარჯიში. იმედია, გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით გაივლის და რამდენიმე თვეში დავუბრუნდები მწვანე გაზონს.

"საბურთალოს" ხელმძღვანელები, ექიმები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ძალიან მაიმედებენ და გვერდში მიდგანან. მათთან ყოველდღიურ კონტაქტში ვარ. მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო ძალას მმატებს. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მადლობას გადავუხდი, ვინც ამ პროცესებში არის ჩართული.

წყარო: fcsaburtalo.ge

alt"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
გამოჯანმრთელებას გისურვებ,ნამდვილად კარგი რჩევა მოგცეს ენასთან დაკავშირებით--გინდა ესპანური გინდა ინგლისური.
კახა ქ.
15:28 03-09-2020
1
ძალიან მიხარია,რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.ამ სურვილს უამრავი სხვა გულშემატკივარიც იზიარებს.ამაში დარწმუნებული ვარ.ისიც ძალიან კარგია,რომ გიო ქოჩორაშვილიც შენს გვერდითაა.ეს სეზონი დარწმუნებული ვარ,მისთვის ლა ლიგაში დამკვიდრების სეზონი იქნება.შენ კი,გიორგი,ხარჯი ხარჯია და რაკი მანდ ხარ,ესპანურის შესწავლა რომ დაიწყო,უკეთესს ვერაფერს გააკეთებ,წინწაგდებული საქმეა და სამომავლოდ,ძალიან დიდ სამსახურს გაგიწევს,თუნდაც რაღაც მინიმალურ დონეზე ენის ცოდნის საფუძვლის შექმნა.სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას გისურვებ.
სოსო
14:28 03-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული