ვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოხარულები ვართ თბილისში ყოფნით, ხვალ კი ძლიერი მეტოქეს ვხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვაკო გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. ტრავმა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა ჰქონდა. ვარჯიშობდა, დაისვენა კიდეც და ხვალინდელი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჩვენთვის კაშია და ყაზაიშვილი უმნიშველოვანესი ფეხბურთელები არიან. კაშო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად
შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო მატჩში არც ვაკოს დაუწყია შეხვედრა საწყისი წუთებიდან, თუმცა მისი დონის შესახებ ყველამ ვიცით. "სან ხოსესთან" მოლაპარაკებები გვქონდა და პირობა მოგვცეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოში ჩამოსვლას ორივე მოახერხებს.

2 წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. ასეთი ტრავმის შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

რაც შეეხება ხვიჩას, უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის (სლუცკი) ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ამიტომ ჯერ ბელარუსთან გასამართ მატჩზე არ ვისაუბრებ. ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას სურს. ვიცი, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, მილიონობით ქართველი ჩვენ გვერდით იქნება. ბელარუსსაც კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს შეხვედრა 1 თვეში იქნება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოსთან აქვს სათამაშო. გარკვეული არაფერია, ამიტომ ახლა ამ შეხვედრას მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ მატჩად ვერ განვიხილავთ.

ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ვიყავი. ლამის გავგიჟდი მუშაობის, ვარჯიშის, ფეხბურთისა და ბიჭების გარეშე... ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვეტიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნაკრებში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე, ასევე, მოწინააღმდეგეების (ბელარუსი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია) ღირსებები, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ.

ყველას მარცხნივ უნდა თამაში: ხვიჩას, თორნიკეს, ზურიკოს, ჩაკვეს. მარტო შენგელიაა მხოლოდ მარჯვნივ თამაშზე თანახმა (იცინის).

ოქრის მძიმე ტრავმა ჰქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა. მას განსაკუთრებულად უყვარს ნაკრები, ქვეყანა, ვარჯიშებზე 200%-ით იხარჯება. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შეიძლება ოქრისა და ჩაკვეს შორის ერთ-ერთმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. როცა ჩამოვედი, მაშინ მჭედლიძე გვყავდა, ახლა სხვა რეალობა გვაქვს."

მკითხველის კომენტარები / 72 /
ზურიკო არავიზე ნაკლები მგონია. კარგი თაობა წამოვიდა. წამატებები...
ჯიმა
08 სექტემბერი 2020 06:55
1
ლორია--კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ჯიღაური-კანკავა გვილია კვარა დავითაშვილი,-ჩაკვეტაძე,ოქრი.
კახა ქ.
08 სექტემბერი 2020 05:33
0
ლორია--კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ჯიღაური-კანკავა გვილია კვარა დავითაშვილი,-ჩაკვეტაძე,ოქრი.
კახა ქ.
08 სექტემბერი 2020 05:33
2
ვაისი ისეთ სასტავს დააყენებს როგორსაც არავინ ელოდება. მე მგონია რომ ესტონეთისგან განსხვავებით კვარაცხელია შავ სამუშაოს შეასრულებს მაკედონიასთან თამაშში და ვიღაცა იტყვის ვერ ითამაშაო. მთავარი შემოქმედი ამ
თამაშში ჩაკვე ან ზუკა იქნება. ლორია_კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური_ კანკავა, კვეკვესკირი_კვარაცხელია, დავითაშვილი,ჩაკვეტაძე_ ოქრიაშვილი. ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ითამაშებს როგორც ყაზაიშვილს იყენებს თავდამსხმელად ისე იქნება ოქრიაშვილიც.
roma bejanidze
08 სექტემბერი 2020 01:44
6
შავ სამუშაოს კვარაცხელია რატო უნდა ასრულებდეს როდესაც იქით აშავებს მთელ დაცვას :) რას არ გაიგებ
რომას
08 სექტემბერი 2020 08:48
1
თუ ცენტრ ფორვარდის გარეშე და წინ მაინცდამაინც ოქრი, მაშინ მე უფრო გვილია წარმომიდგენია ცენტრში ჩაკვეტაძის ნაცვლად

ლორია,
კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური
კვეკვესკირი, კანკავა
დავითაშვილი, გვილია, კვარაცხელია
ოქრიაშვილი

თან ამ შემთხვევში ზურიკოც შეგიძლია განიხილო თავდამსხმელად, ნებისმიერ დროს გაუცვლის ადგილს ოქრის. ვნახოთ აბა. შეიძლება სულაც საბა ლობჟანიძე დააყენოს, უფრო კარზე დაგეშილია ვიდრე ოქრი და ზურიკო
მე უფრო ასე წარმომიდგენია
08 სექტემბერი 2020 02:05
2
შეიძლება არავინ არ დამეთანხმოს მაგრამ გვილია არის ის ჯოკერი რომელიც მაკედონიისთვის მეორე პულკაში დამალა ვაისმა...

როგორც პას-გარდა მყოფი ვითომ იძულებით იტყვის - 1

ასეთი ჯოკერია ჩემი აზრით გვილია , რომლის ბევრი თამაში მაქვს ლაივში ნანახი და ვიტყვი რომ საბუნდესლიგოდ მზად არის თავისუფლად...
ძალიან საინტერესო ნაკრები გვყავს მთავარია კერძისთვის ინგრედიენტები დროის,ზომების და ხარისხის მიხედვით გადაანაწილო... წარმატებები ქართველებო...❤❤❤

. ლორია

კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა

კანკავა გვილია

დავითაშვილი კვარაცხელია
ჩაკვეტაძე
კაჭარავა ოქრი


იმედია ხვდებით რომ არ ვხუმრიბ! =))))


მევარმე
08 სექტემბერი 2020 01:32
2
ლობჟანიძეს ევროპული ტიპის სწრაფი გარემარბის გამოყენება აუცილებელია, განსაკუტრებით კარგია კონტრშეტევებისას, შეიძლება მომეჩვენა მაგრამ თითქოს პსებით ჩაგრავდნენ
giorgi
08 სექტემბერი 2020 07:50
4
ზოგიერთების კომენტარებს რომ ვკითხულობ მრჩება შთაბეჭდილება ეს ის ხალხია სახლში გასაქცევად 20 წუთით ადრე რომ ტოვებენ ტრიბუნების წაგებული მატჩისას
ბაჩი
08 სექტემბერი 2020 01:24
1
ბიჭებო ხვალ დიდი დღე გვაქ ეს მატჩი მოსაგებია ხვიჩი და გიოს იმედი მაქ იმედია წაუვათ თამაში გაუმარჯოს საქართველოს.
ფენომენო
08 სექტემბერი 2020 01:12
0
აბა რა, მთელი ნაცმოძრაობა დღენიადაგ იმაზე ფიქრობდა და ზრუნავდა როგორმე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია დიდი ფეხბურთელები გამხდარიყვნენ. არც ერთი მთავრობა არ მომწონს, არც ძველი, არც ახლანდელი და არც მომავალი მომეწონება, მაგრამ ობიექტურობა და საღად განსჯის უნარი ხომ არ უნდა დავკარგოთ. აბა, წავიდა ორივე მხარის გამოხმაურებები. შენ დაუკა!
ავთო
08 სექტემბერი 2020 00:49
0
ისე თუ დააკვირდებით, ხვიჩამაც და ჩაკვეტაძემაც ფეხბურთზე სიარული ნაციონალური მოძრაობის დროა დაიწყო, აბა ამ უნიათო მთვარობის ხელში რას ითამაშებდნენ ძაან მაინტერესებს რა!
რომანა
08 სექტემბერი 2020 00:36
39
გოცირიძე ხარ შე ბედშავო?
კუპონა
08 სექტემბერი 2020 09:19
0
ჰო, მიჰა უპირველეს ყოვლისა. :)) სადღაც წავიკითხე, რომ მესის და რონალდოს ხუთნომრიანი მაისური აცვიათ ფორმის შიგნით და ერთი სული აქვთ, სააკიანი როდის გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს. :))
მიშა
08 სექტემბერი 2020 08:10
0
ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვყავს საშუალოზე სუსტი ნაკრები და ნუ გამოიდებთ თავს, რომ წააგონ, მერე მაგრად გაგიტყდებათ. არადა მოსალოდნელია. ერთი და ორი ფეხბურთელი გუნდი არაა. ვინ გვყავს ნაკრების დონე, ან ჩაკვეტაძე პელე რომ გახადეთ, ერთი საშუალო დონის მითამაშეა ისიც დაბალ კლასის გუნდში. ხვიჩა მართლა მოვლენაა მაგათ ფონზე.
ღმერთმა ქნას მოვიგოთ, მაგრამ მურც წაგებას გაიკვირვებთ, მაკედონია ესტონეთი არ არის და არც თელავის ნადიკვარია.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 სექტემბერი 2020 23:32
29
ჰაააააააააააააააააა
1
07 სექტემბერი 2020 23:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული