ვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოხარულები ვართ თბილისში ყოფნით, ხვალ კი ძლიერი მეტოქეს ვხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვაკო გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. ტრავმა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა ჰქონდა. ვარჯიშობდა, დაისვენა კიდეც და ხვალინდელი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჩვენთვის კაშია და ყაზაიშვილი უმნიშველოვანესი ფეხბურთელები არიან. კაშო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად
შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო მატჩში არც ვაკოს დაუწყია შეხვედრა საწყისი წუთებიდან, თუმცა მისი დონის შესახებ ყველამ ვიცით. "სან ხოსესთან" მოლაპარაკებები გვქონდა და პირობა მოგვცეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოში ჩამოსვლას ორივე მოახერხებს.

2 წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. ასეთი ტრავმის შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

რაც შეეხება ხვიჩას, უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის (სლუცკი) ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ამიტომ ჯერ ბელარუსთან გასამართ მატჩზე არ ვისაუბრებ. ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას სურს. ვიცი, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, მილიონობით ქართველი ჩვენ გვერდით იქნება. ბელარუსსაც კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს შეხვედრა 1 თვეში იქნება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოსთან აქვს სათამაშო. გარკვეული არაფერია, ამიტომ ახლა ამ შეხვედრას მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ მატჩად ვერ განვიხილავთ.

ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ვიყავი. ლამის გავგიჟდი მუშაობის, ვარჯიშის, ფეხბურთისა და ბიჭების გარეშე... ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვეტიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნაკრებში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე, ასევე, მოწინააღმდეგეების (ბელარუსი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია) ღირსებები, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ.

ყველას მარცხნივ უნდა თამაში: ხვიჩას, თორნიკეს, ზურიკოს, ჩაკვეს. მარტო შენგელიაა მხოლოდ მარჯვნივ თამაშზე თანახმა (იცინის).

ოქრის მძიმე ტრავმა ჰქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა. მას განსაკუთრებულად უყვარს ნაკრები, ქვეყანა, ვარჯიშებზე 200%-ით იხარჯება. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შეიძლება ოქრისა და ჩაკვეს შორის ერთ-ერთმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. როცა ჩამოვედი, მაშინ მჭედლიძე გვყავდა, ახლა სხვა რეალობა გვაქვს."

მკითხველის კომენტარები / 72 /
გვილიას ბოლო თამაშს ვუყურე ომონიასთან ჩემპიონთა ლიგაზე და ვერ ითამაშა. შეცვლის კანდიდატი იყო. ჩაკვეტაძეს მეორე ტაიმში გამოყვანას დააწყებიოს ჯობია. ოქრიაშვილი არვიცი არავის რომ არ მისდის თამაში და დაქოქვა უნდა გუნდს მაშინ შეიძლება მარა თავს ზემოთ ძალა არაა, ვერ თამაშობს, არაა ფორმაში. ანორთოსისის თამაშებს ვერ ვუყურებთ თორემ გვეცოდინებოდა ოქრიაშვილის ახლანდელი ფორმა და დონე. კვარაცხელია ბურთს ზედმეტად იჭერს, მაგრამ გამოსდის მაგ ბიჭს რამდენიმე კაცის მოტყუება და სახიფათო მომენტების შექმნა. მწვრთნელზეა ბევრი რამე დამოკიდებული, ვაისის გემოვნება ბევრს მაინდამაინც არ მოსწონს და ვნახოთ როგორ იქნება.
მე ასე ვფიქრობ
07 სექტემბერი 2020 20:48
0
ჩაკვეტაძეზე და კვარაცხელიაზე უკეთესი არავინ არ გვყავს და ეს კიდე სკამზე დასმაზე ლაპარაკობს
gio
07 სექტემბერი 2020 20:42
10
ჩაკვეტაძე საერთოდ ვერ გამიგია რატომ უნდა იყოს ნაკრებში, არათუ ძირითადში. მე მისი თამაში ვერ ვნახე. კვარაცხელია თამაშობს ამას ყველა ვხედავთ, თან ყოველ თამაშზე ძალიან მონდომებულია.
დავით67
07 სექტემბერი 2020 21:14
44
რა თქმა უნდა, ყველას თავის პოზიციაზე ურჩევნია თამაში, მარჯვენა შემტევებიდან ახლა მხოლოდ შენგელიაა გამოძახებული და წესით ძირითადშიც მან უნდა ითამაშოს. ვეთანხმები, რომ კვარა მარცხნიდან ბევრად პროდუქტიული იქნება. ფორვარდის უკან ამ შემადგენლობიდან ბევრს შეუძლია თამაში ღირსეულად (ოქრი, ჩაკვეტაძე, გვილია, აბურჯანია და დავითაშვილი), არჩევანი რთულია. მგონია, რომ აბურჯანიას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს საყრდენის პოზიციაზე.
ლაშა
07 სექტემბერი 2020 20:30
1
Ip თ მბლოკავთ, თუ ნიკით? :) გადასარევი გიორგი ქართული ფეხბურთის სამსახურში.
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2020 19:41
1
IP-თ იბლოკება, ნიკით ვერ დაგბლოკავენ ;) შენნაირი ნიკი სხვასაც შეიძლება ჰქონდეს, ან შენ ცვალო. მე არასოდეს მაქვს ერთნაირი ნიკი, მაგრამ როცა უნდათ მბლოკავენ ))
IP-თ
07 სექტემბერი 2020 21:37
0
ვერიკოს და კაშიას?)))
vaxo
07 სექტემბერი 2020 19:38
8
საბა ლობჟანიძე კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი გვილია კვეკვესკირი ოქრიაშვილი ხოჭოლავა გრიგალავა კვირკველია კაკაბაძე ლორია .. ესე დავაყენებთ მე 4 3 3... რაც შეეხება ქვილითაიას და კაჭარავას ამათ გამოძახებას ბევრად ჯობდა სიხარულიძე ლოკომოტივიდან დარბის და გოლი გააქვს ....მაგათმა კიდე ბოლოს გოლი როდის გაიტანეს არ მახსოვს კაჭარავას უბრალოდ გაუვარდა საბა ლობჭანიძემ კიდე რამდენი მომენტი შექმნა შეცვლაზე შემოსულმა დარბის ტიპი ვეფხვივით .. გვაკლია ქიტეიშვილი ძალიან და მარცხენა მცველი ვინმე გვჭირდება თავდასხმაზე რო არაფერი ვთქვათ
Jeyjey
07 სექტემბერი 2020 19:36
6
კარგი ვარიანტია მსაჯმა თუ დაგვრთო ნება 12 ფეხბურთელის გამოყვანის
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2020 19:57
2
ტაბიძე და კიტე სადაა. გავიგე. რომ თამაშს მალავს ვაისი, მარა მაღლა ლიგა და უკეთესი სპარინგპარტნიორებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია. ხვალინდელი თამაშის იმედი არ მაქვს
ვასო
07 სექტემბერი 2020 19:30
16
ხვიჩა დღეს არის საუკეთესო და არა მარტო მარცხნივ, არამეტ მთლიანად ნაკრების შემადგელობაში. ხვიჩამ უნდა ითამაშოს მარცხნივ თუ გინდა უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს ნაკრებს. შეცვლებს კი გამოყენება უნდა და ბოლო წუთებამდე ნუ აგვიანებ შეცველბს. ჩაკვემ დაიწყოს ოქრი შემოვიდეს.
G.LA
07 სექტემბერი 2020 19:30
3
ჩვენთვის ბალკანელები ყოველთვის უხერხული მეტოქეები იყვნენ.ამიტომ თავქუდმოგლეჯილი შეტევა არ გამოვა და არც ვაისია დიდად რისკიანი, უბრალოდ ვინც ძირითადში თამაშობს კლუბში, აქაც ის უნდა ჰყავდეს, ასეთი გვილიაა და მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული. როტორელებიც მონდომებული არიან. იოლი მატჩი არ გვექნება და მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
: )))))))
07 სექტემბერი 2020 19:21
1
ამ ეტაპზე მარცხნივ კვარაცხელია უნდა დააყენო უმაგრრეს ფორმაშია და რაც შეეხება ზურიკოს რავი მარჯვნიდან უკეთესია მგონი მე რასაც ვუყურებ დდ და ვფიქრობ რომ ორივემ ძირითადში უნდა დაიწყოს ოქრიაშვილი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ნაკრებში მაგრამ ესტონეთთან არ მომეწონა მისი თამაში კაჭარავამ გოლი კი გაიტანა მაგრამ სხვა ვერაფერი ქნა საერთოდ ისევ უთამაშებელი ქვილითაია სჯობს ჯიღაური კი ნორმალურად იდგა ესტონეთთან მაგრამ მაკედონიას ძლიერი ფლანგები ჰყავს და ამ ეტაპზე ისევ კობოური ან ხოჭოლავა სჯობს ჩემი აზრით და რაც შეეხება ჩაკვეს თუ გვილია მწყობრშია სჯობს გვილია იყოს ძირითადში და ჩაკვე ფლანგზე შემოვიდეს მეორე ტაიმში
KA
07 სექტემბერი 2020 19:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული