ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ანდრო გიორგაძე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა

AutoSharing Option
24 წლის ცენტრალური მცველი ანდრო გიორგაძე "ტორპედოში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს.

გიორგაძემ დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და "ტორპედოსთან" კონტრაქტი გააფორმა.

ანდრო უკრაინის "ვორსკლასა" და "კარპატიში", აგრეთვე, ჩეხეთის "ზლინში" თამაშობდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.