ჩისკოს თბილისის „დინამომ“ ფლამარიონის გარეშე დარჩენილ ბათუმის „დინამოს“ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“, რომელმაც ჩისკოს ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 3:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“.

“როტორში“ გადასული ფლამარიონის გარეშე ბათუმის „დინამოს“ გაუჭირდა თბილისის „დინამოსთან“ თამაში, დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ქარდავამ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ გაბედავამ საოცარი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ქარდავამაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზარიამ ანგარიში 0:3 გახადა. დარეჩენილ დროში კვასხვაძის კარში ორი პენალტი დაინიშნა, ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, თევდორაძემ კი ზუსტად შეასრულა.

თბილისის „დინამო“ 22 ქულით გალიდერდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 20 ქულით მეორე
ადგილზეა.

თბილისის „დინამო“ 3 ოქტომბერს „საბურთალოს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი იმავე დღეს გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გაბედავა (38), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (64)

დინამო (ბთ) (4-3-2-1): ალავიძე (კ), ობაობონა, კობახიძე, ჩალაძე, ჯიღაური, ტეიდი (შერგელაშვილი 73), გონსალვესი (თევდორაძე 81), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რეინალდო, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 53)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, ქარდავა (კუცია 82), ზარია (კუხიანიძე 59), პაპავა (კ), ქავთარაძე, გაბედავა (კაპანაძე 68), ორშულა

მწვრთნელი: ჩისკო
მკითხველის კომენტარები / 16 /
Wadi gehuchadze wadi archil beridze
Batumi1984
15:19 13-09-2020
0
მე ჩისკო მინდა დიდი ხანია ნაკრების მწვრთნელად.ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება!!! ვაისი გაუმჯობესებული ჩხეტიანია! ის გაგებაში არ იყო მწვრთნელობის და ვაისს ცოტა გაეგება. ბათუმის დინამოს მწვრთნელად ივარგებდა. ისე თუ გეგუჩაძე ალავიძეს არ მოიშორებს თავად მოიშორებენ და იქნება მართლა ვაისა დაინიშნოს დინამო ბათუმის მწვრთნელად.
Jordan beli
13:28 13-09-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული