"საბურთალომ" პენალტი გააცუდა და "მერანთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "საბურთალოსა" და თბილისის "მერანის" მატჩი 0:0 დასრულდა.

"საბურთალო" ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბუმალს მე-80 წუთზე პენალტიდან გოლი თევდორაძემ არ გაატანინა.

"საბურთალო" 20 ქულით მესამე ადგილზეა და 3 სექტემბერს თბილისის "დინამოს" შეხვდება, ხოლო "მერანი" 5 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და იმავე დღეს "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი"
საბურთალო - მერანი (თბ) 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ბუმალი (80)

საბურთალო (3-4-1-2): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი, კაკუბავა, მაჭარაშვილი (გულიაშვილი 55), ტერა (ნონიკაშვილი 66), ალთუნაშვილი, ლუმუ (გოჩოლეიშვილი 81), ბუმალი, ქავთარაძე

მწვრთნელი: შალამერიძე

მერანი (თბ)
(4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, მიქაბერიძე (ბოლქვაძე 56), კახელიშვილი, გეწაძე, დათუნაიშვილი, დეისაძე (მახარობლიძე 75), ხაბულიანი (ფიფია 68)

მწვრთნელი: დარასელია
მკითხველის კომენტარები / 2 /
არარატთან წაგების შემდეგ, ამ გუნდმა სახე დაკარგა!
რომანიუსი
13 სექტემბერი 2020 23:49
0
კიდევ ერთი ანტი ფეხბურთი საბურთალოს შესრულებით! მეკარესთან პასი და იციან მაგრად საბურთალოს ფეხბურთელებმა
giorgi
13 სექტემბერი 2020 22:39
0

სიახლეები პოპულარული