"ტორპედომ" "სამტრედიას 2:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "ტორპედომ" "სამტრედიას" 2:1 მოუგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა გოლები პენალტებით გაიტანეს, 69-ე წუთზე კი ფანცულაიას შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, ბურთი ციცქიშვილს გადააწოდა და მან თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ტორპედო" 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "სამტრედია" 9 ქულით მერვეზე.

3 ოქტომბერს "ტორპედო" "ჩიხურას", "სამტრედია" კი "დილას" დაუპირისპირდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 მამასახლისი (49, პენ), 1:1 ყურბანოვი (64, პენ), 2:1 ციცქიშვილი (69)

ტორპედო (4-4-2): შოვნაძე, ტაბატაძე (კ) (შარვაშიძე 77), მირცხულავა, ნადარაია, გრიგალაშვილი, ადამაძე, ბობკო,
მამასახლისი (მარკოვიჩი 59), ციცქიშვილი, იონანიძე (ქაფიანიძე 70), ფანცულაია

მწვრთნელი: ხაჩიძე

სამტრედია (4-2-3-1): სიკაჩი, რუხაია, კილასონია (კ), ახალაძე, ჯგერენაია (კვირკვია 46), თოთაძე, დაფე (ინკუმი 85), ყურბანოვი, დისი, პავიშიჩი (იმნაძე 82), თარგამაძე

მწვრთნელი: კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაცხა ნამეტანი საეჭვო გოლი იყო
Ziz
14 სექტემბერი 2020 10:27
4
სამტრედია ტორპედოს ბულკია, მითუმეტეს ქუთაისში, ჯერ მონაგები არ აქვს ტორპედოსთვის გასვლაზე ქუთაისში !!! რაც არ უნდა დაიშალოს და აიწყოს და დაიშალოს ტორპედო ბულკი ბულკია ყოველთვის
აკაკი
14 სექტემბერი 2020 00:49
12
რაოდენ გაუზრდელი უნდა აიყო ადამიანი რომ ფეხბურთის თემაში ასეთი რამ დაწერო, შენ გულშემატკივარი კი არა გულმატკივარი და ანტისპორტული ელემენტი ხარ , მერე გიკვირთ რატომაა შუღლი და მტრობაო. აია სეთი ვაიკაცუნები, ვიღაც კომპიუტერის კლავიატურას ამოფარებული მშიშარა ჩაცუცქული ტიპი აპროვოცირებ ხალხს.
რას მიაღწიე მაგით რაც დაწერე? სამტრედიას რომ მწვრთნელი შტერი ჰყავს ეს როგორ არ დაწერე და ფეხბუეთელები რომ მხოლოდ ხელფასისათვის დადიან ეს ვერ თქვი კიდევ? კიდვე ის რომ სტადიონზე ქუთეისში მეტია ტევადობა არც ეს უნდა დაგვიწყებოდა ფეხბურთის "ბალენშიკს სიმონ"
jango
14 სექტემბერი 2020 16:14
0
ეჰ სეზონის დასაწყისშივე დავწერე ხლამია სამტრედია და სელექცია ძალიან ცუდია მეთქი მაგრამ პროტესტი წამოვიდა და აგერ შედეგი.
ზეზვა
13 სექტემბერი 2020 23:22
0

სიახლეები პოპულარული