"დილა" ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
27 წლის შემტევი ლიდორ კოენი კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - იტყობინება გორული კლუბის საიტი:

27 წლის ებრაელი შემტევი ლიდორ კოენი "დილას" ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ჩვენს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. კოენის ძირითადი სათამაშო პოზიცია მარცხენა შემტევია, თუმცა ცენტრალურ თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში.

ლიდორ კოენი ებრაული "ფეთახ თიკვას" აღზრდილია და თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ამ გუნდის ღირსებას იცავდა. ლიდორს ისრაელის 21 წლამდე ნაკრების რიგებში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 1 ბურთი აქვს გატანილი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩამოწერილი ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანა აღარ უნდა შეჩერდეს? ვინც ვითომ ფეხბურთს თამაშობს საზღვარგარეთ ყველა აქ კი არ უნდა ჩამოვიდეს.
ამას ჯობია ქართველს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება
გორი გორია
24 სექტემბერი 2020 14:07
0
ასე აპირებს კლუბის ხელმძღვანელობა, მთავარი მწვრთნელის თანხმობის გარეშე, ფეხბურთელების დამატებას და მაღალი შედეგებისთვის ბრძოლას?
დილას ფანი
20 სექტემბერი 2020 23:41
0
მოგესალმებით. მკითხველებთან და ამ საიტის ადმინთანაც მაქვს ერთი თხოვნა: სახელმწიფო დაფინანსებაზე რამდენი საფეხბურთო გუნდია?

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ან სად შეიძლება რომ მოვიძიო.

გიორგი
19 სექტემბერი 2020 13:34
0
სათაური მკლავს. ჯერ ისრაელის ნაკრები რაღაა, მერე მისი ახალგაზრდული და თან ამ უკანასკნელის ყოფილი მოთამაშე. იუჰ...
iase
19 სექტემბერი 2020 12:00
4
აპატიეთ დილას მესი რო ვერ გამოისყიდა ბარსადან
dila
19 სექტემბერი 2020 17:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული