კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

AutoSharing Option
კახა კაჭარავამ "სამტრედიას" მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ განცხადებას კლუბი ავრცელებს:

"კახა კაჭარავამ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში კლუბმა საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

საფეხბურთო კლუბი "სამტრედია", მთელი შემადგენლობით, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში!

მთავარი მწვრთნელის ასისტენტებმა - გელა ინალიშვილმა, იური გაბისკირიამ და კობა ჟორჟიკაშვილმა კლუბი დატოვეს.

"სამტრედია" მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს!".

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა ეს ფეხბურთის ვითომ პროფესიონალი , სინამდვილეში კი პრაფანი ხუციშვილი რას იზამს, ვის მოიყვანს, ვინ მოვა ახალი და ამ კარდიბალეტს საცხა-საცხა მოფხეკილ ამოჩიჩქნული ფეხბურთელებისა რას გააკეთებინებს რომ ლიგიდან ისევ არ გავარდნენ?
jango
25 სექტემბერი 2020 22:29
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული