ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამტრედია" გიორგი მიქაძემ ჩაიბარა

AutoSharing Option
კახა კაჭარავას ნაცლად "სამტრედიას" მწვრთნელად გიორგი მიქაძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაცია იმერულმა კლუბმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა.

უკანასკნელ წლებში მიქაძე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელად წარმატებით მუშაობდა.

მიქაძემ "სამტრედიაში" პირველი ვარჯიში ჩაატარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი 3 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "დილას" უმასპინძლებს.