"ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ვირუსის პრევენციის გამო გადაიდო

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "დინამო" დაპირისპირება უნდა გამართულიყო.

კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.

erovnuliliga.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
სასაცილოა, ტურის ყველა მატჩი გაიმართა და და ამ ერთი თამაშის გადადება საფუძვლისნ ეჭვებს აჩენს, 8 ნოემბერს ვირუსი ალბათ დამარცხებული იქნება
რეზო
19 ოქტომბერი 2020 06:36
0
ეს ფედერაცია საერთოდ აცნობიერებს ამ მძიმე ეპიდ სიტუაცია,მოსთხოვოს ლოკომოტივის ხემძღვანელობას სრული პასუხის მგებლობის აღება და დაფასება ფეხბურთელების,ან პირდაპირ წაგება ჩაუწერონ,
lordi
18 ოქტომბერი 2020 19:54
1
ლლკომოტივი ნაცებითაა სავსე და ყოველთვის იმას გააკეთებენ რაც კობის ოცნებას დააზარალებს
lord-s
18 ოქტომბერი 2020 22:11
1
კაი რა რაღაც სისულელეებს იგონებენ რამდენჯერ გადაიდო დინამო თბილისთან დაკავშირებით შეხვედრა? ეს უკვე მარაზმია უბრალოდ მე ვფიქრობ ეშინიათ თამაშის და გულშემატკივრების და იგონებენ რაღაცეებს წინა ტურშიც ხო გადადეს? სანაქებო დინამო სირცხვილია, ეს ჩემპიონატი კი არ არის არამედ ბალაგანია და თუ მე არასწორ აზრს ვაფიქსირებ მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წაგება ჩაუთვალოს იმ გუნდს რომლის მიზეზითაც გადაიდო თამაში, ხომ ჩაუთვალეს წაგება აი დიდ გუნდს ნაპოლის, ესე გააკეთონ აქაც
ბეღურა
18 ოქტომბერი 2020 17:55
3
ზაზა ხარ დოლიძე?
ხოხობი
18 ოქტომბერი 2020 19:23
4
კაით რა...ბოლოს დარჩება მეტოქეს სამი მატჩი მოსაგები ჩემპიონობისთვის რომელსაც ,,მოიგებს,, აქით მივდივართ ხომ?!
ბათუმის ფანი
18 ოქტომბერი 2020 17:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული