რა შეიცვალა "დინამოში" "კლაკსვიკთან" 1:6 წაგების შემდეგ?!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ რაუნდში თბილისის "დინამო" ფარერების "კლასვიკს" დაუპირისპირდა და სამარცხვინო ანგარიშით, 6:1 დამარცხდა.

ჩისკოს გუნდმა 4-2-3-1 სათამაშო სტრატეგიით ითამაშა და არათუ ფავორიტის სტატუსი გაამართლა, არამედ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 1 თვიანი პაუზის შემდეგ სადებიუტო მატჩი თბილისური "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარა, დაპირისპირება 9 კაცით დაასრულა, თუმცა მეტოქეს დამაჯერებლად, 3:1 მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრამდე "დინამოს" 2 ახალწვეული შეემატა. დავით სხირტლაძესთან ერთად, რომელსაც კარგ გუნდებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თბილისელთა რიგებს კარლოს კასტრო შეუერთდა. ეს უკანასკნელი ხიხონის "სპორტინგის" აღზრდილია და ლა ლიგაშიც 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

განხორციელებული ტრანსფერებიდან, "საბურთალოს" წინააღმდეგ განაცხადა
მხოლოდ სხირტლაძე იყო, რომლის დებიუტი არ შედგა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან 41-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან პაპავა გააძევა, ჩისკოს კი ბევრი ვარიანტი აღარ ჰქონდა.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შესამჩნევი იყო. კაპანაძისა და გაბედავას ტრავმების ფონზე, თავდამსხმელის პოზიციაზე კუხიანიძე აღმოჩნდა, ნახევარდაცვის ცენტრში კი ესპანელმა სპეციალისტმა ქარდავა დააყენა. ქიმაძემ მარცხენა ნახევარმცველის ამპლუა მოირგო, ცენტრალურ მცველად კი ვიქტორ მონხილმა იასპარეზა. 28 წლის ფეხბურთელისთვის, ეს სადებიუტო მატჩი იყო, რომელიც საბოლოოდ, 97-ე წუთზე წითელი ბარათით დასრულდა.

განაცხადში მყოფი ფეხბურთლებიდან, მხოლოდ ზარია და ორსულა იყვნენ, რომლებმაც "კლასვიკთან" ძირითადიდან დაიწყეს, "საბურთალოს" წინააღმდეგ კი ჩისკომ ორივე თადარიგში დატოვა.

alt2 გაძევება, 3 პენალტი - "თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
როდესაც დინამომ ლევერკუზენში ბაიერთან წააგო 6:1 (საპასუხო კი მოვიგეთ 1:0, მარა რა), მაშინ მეგონა, რომ ქართული ფეხბურთი საბოლოოდ განადგურდა.. თურმე, სადა ბანაობ.. ფარერებთან, კაცო... მეთევზე-მასწავლებელი-მეცხვარე... ცხვარი! 6! გოლი!
alex
22:54 24-10-2020
1
გენაცვალე მართალი ხარ100%-ით.ცოლები და დედები თურქებთან ყავთ,მახმუდებთან საკოტრიალოდ,თვითონ აქ „ემიგრანტი“ ცოლების და დედების გამოგზავნილი ფულებით მარიაჟობენ და სამაგაიეროდ თოკოს უწუნებენ პატრიოტიზმს და თოკოს თამაშზე საყურებლად არ მოვალთო იმუქრებიან.ვაი თქვენს პატრონს,თქვენა გყავთ პატრიოტი ცოლები და დედები
კორონას
22:09 24-10-2020
22
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული