იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში საჩხერის "ჩიხურა" "სამტრედიას" თბილისში, "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდა და 87-ე წუთზე ლაშა თოთაძის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით დამარცხდა.

დაძაბული ბრძოლა მთელი მატჩის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. 86-ე წუთზე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ბერეზოვის მხრიდან იმნაძეზე ჯარიმა დააფიქსირა და საჩხერელთა კარში საკმაოდ საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც შეუცდომლად ლაშა თოთაძემ დაარტყა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

თბილისი, მიხეილ მესხი

ჩიხურა - სამტრედია 0:1

თოთაძე, 87 (პენ)

"ჩიხურა": თორნიკე ზარქუა, ირაკლი კამლაძე,
ზურაბ ჯაფიაშვილი, ბესო დეკანოიძე(ღავთაძე, 65), შოთა გვაზავა, კახა კახაბრიშვილი, ალან მისტულოვი(ბუხაიძე, 58), ლუკა კიკაბიძე, გიორგი კორიფაძე, გეორგი ბერეზოვი, ლაშა ჩიკვაიძე(ჯავაშვილი, 78)

"სამტრედია": კონსტანტინე სეფიაშვილი, გუჯა რუხაია(დაფე, 46 (მესიაჩენკო, 72)), ვარლამ კილასონია, ლუკა იმნაძე, გიორგი ახალაძე(ქოჩალძე, 66), სამუელ ინკუმი, სტრაჰინია პავიშიჩი, შოთა კერძევაძე, კაბა სამბუ, ლაშა თოთაძე, ნათან ჟუნიორი



მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს გარეწარი მსაQი უნდა მოკვეთონ ფეხბურთიდან საჩხერის უმფროსობამ უნდა გააპროტესტოს ეს თამაში ასე გუნდი გავარდება
Cixu
26 ოქტომბერი 2020 09:49
0
საჩხერეს ორივე ფლანგელი ნოლია მწვთნელმა უნდა შეცვალოს ტაქტიკა და ორი თავდამსხმელით ითAმაშოს თორემ გუნდი გავარდება
sos
26 ოქტომბერი 2020 09:13
0
მსაჭის გამიზნულად დანიშნული პენალტი ეს არის უნამუსობა ამ არა კაცს უჰდა აეკძალოს მსაჭობა.
fanat
26 ოქტომბერი 2020 09:04
0
ბატუმს როგორ მოუგეტ არ გახსოვტ საჰხერლებო ჰარჰან
sos
26 ოქტომბერი 2020 06:07
1
რაც არ მოგწონთ იმას არ აქვეყნებთ ხომ, რაც არ უნდა კორექტულად იყოს აზრი გადმოცემული? ასეთ პენალტებს ყველა ტოპ ჩემპიონატში დებებენ. დიახ, ესეც პენალტი იყო! სამტრედია რომ მსაჯების წყალობით აგებდა იმაზე რატომ არაფერს წერდით? ის საეჭვოც არ იყო?
iase
25 ოქტომბერი 2020 22:26
4
რაც სამტრეიას კარში საჭვეო პენალტები დაუნიშნავთ
civi
25 ოქტომბერი 2020 19:20
2
msajma zalit caagebia chixuras, sad iko penali aravitari cesis dargveva, tu ar cxveniat aseti mogeba vis rat unda, es msaji kidev vapche pegburtis kurebac unda aukrzalo , msajobaze zedmetia saubari, sad calia pederacias.upatrono parchaki chempionati.
x
25 ოქტომბერი 2020 16:38
8

სიახლეები პოპულარული