ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედო" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: ჟურნალისტი თავს დაგვესხა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც მედიის მხრიდან კლუბისა და მისი ინვესტორის მიმართ განხორციელებულ "თავდასხმაზე" არის საუბარი.

კლუბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან საწყენი და უსიამოვნო ფაქტია ადგილობრივი მედიისგან მიიღო თავდასხმა კლუბისა და მისი უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ ისეთი ჟურნალისტის მიერ, რომელიც მალავს წყაროს. ჩვენ წავიკითხეთ ტყუილი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც არ იყო გადამოწმებული ან დადასტურებული თავად კლუბის მიერ.

ეთიკის კოდექსი მთელ მსოფლიოში ავალდებულებს ინფორმაციის ყველა მხარესთან გადამოწმებას, თუმცა ამ შემთხვევაში არავის უკითხავს ოფიციალურად რამდენად შეესაბამებოდა ანონიმურ განცხადებაზე დაყრდნობით რამდენიმე
მედია საშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სინამდვილეს. ზოგადად ასეთ ქცევას ეწოდება ცილისწამება.

მხოლოდ იმიტომ, რომ დადგა საჭიროება, ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელს ჩარიცხული აქვს სრული ხელფასი, ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით და ვარჯიშობენ ჩვეულ რეჟიმში.

ინვესტორი არასოდეს დამუქრებია რომელიმე ფეხბურთელს. იგივე ინვესტორი ყოველთვიურად რიცხავს დაფინანსებას კლუბში, რისთვისაც კლუბი მადლობელია.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სავარაუდო ანონიმური ფეხბურთელები, როგორც სტატიაში მოიხსენიება, არ წარმოადგენენ ამ კლუბს, რადგან ასეთი ქცევა ლახავს კლუბის ღირსებას. და თუ მართლა არსებობენ, ნამდვილად არ იმსახურებენ აქ თამაშს - ისინი არ იმსახურებენ თამაშს ამ კლუბის სახელისთვის, არ უნდა ატარებდნენ ამ კლუბის ფერებს, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ცილისმწამებლებს ჩვენს გუნდში.

ასეთ რთულ დროს ჩვენ გვჭირდება მეომრები და ერთობა, რომ ნებისმიერი ბრძოლა მოვიგოთ."

აღსანიშნავია, რომ ჩვენს საიტზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. თუ განცხადების ავტორები სწორედ ამ სტატიას გულისხმობენ, რაშიც ეჭვი გვეპარება, რადგან 8 დღე ამ ტექსტის მომზადებას არ დასჭირდებოდა და თან იმ სტატიაში სრული სიმართლე ეწერა (კლუბის აზრით, თუ რაიმე ინფორომაცია ტყუილი თუ იყო, მითუმეტეს 8 დღე რეაგირებისთვის საჭირო ნადმვილად არაა), ვთხოვთ კლუბს, განცხადებაში მიუთითონ, თუ რომელი გამოცემის რომელ სტატიას გულისხმობენ, რათა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ტექტს შეეხება, სათანადო პასუხი გავცეთ.

ასევე დაგაინტერესებთ