თბილისის "დინამოს" მხსნელად ისევ სხირტლაძე მოევლინა და ჩემპიონობას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გადადებულ მატჩში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მასპინძლებმა 64-ე წუთზე გახსნეს, როდესაც საჯარიმოში ადამაძემ სხირტლაძე წააქცია, პენალტი კი ქავთარაძემ გამოიყენა. თუმცა მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ფანცულაია მარცხენა ფლანგზე მცველებს დაუსხლტა და ულამაზესი გოლი გაიტანა. "დინამო" ბევრს და უხიფათოდ უტევდა და მხსნელად კვლავ სხირტლაძე მოევლინა, რომელმაც ჩაწოდებულ ბურთზე მეკარეს დაასწრო და როდესაც გოლი უნდა გაეტანა, ჯანელიძემ წააქცია. ის ძელს დაეჯახა და საბედნიეროდ, სერიოზულად არ დაშავდა, მის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი კი ისევ ქავთარაძემ შეასრულა ზუსტად.

თბილისის
"დინამო" 34 ქულით ლიდერია და 30 ნოემბერს "ჩიხურას" შეხვდება, ხოლო 16 ქულით მე-8 ადგილზე მყოფი "ტორპედო" 1-ელ დეკემბერს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ქავთარაძე (64, პენ), 1:1 ფანცულაია (67), 2:1 ქავთარაძე (84, პენ)
გაძევება: ჯანელიძე (82)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კლოუსტერი (პერნამბუკო 55), მონხილი (შულაია 80), ბენიო, კობოური (კ), ქიმაძე, იაშვილი, კუხიანიძე (ზარია 61), პაპავა, ქავთარაძე, სხირტლაძე

მწვრთნელი: ჩისკო

ტორპედო (3-4-2-1): შოვნაძე, ტაბატაძე (კ), მირცხულავა, ნადარაია, გიორგაძე, ადამაძე (გრიგალაშვილი 72), მარკოვიჩი (ჯანელიძე (16), მამასახლისი, ივანიშვილი, ციცქიშვილი, ფანცულაია (ტუღუში 81)

მწვრთნელი: ხაჩიძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
მხსნელად სხირტლაძე კი არა, ხარიტონაშვილი მოევლინა. სამარცხვინოა ასეთი მსაჯობა.
დათა თუთაშხია
28 ნოემბერი 2020 22:02
0
რაომ ქვია ამ დაპირისირებას ქართული დერბი,საბჭოთა კავშირში ვართ?
ბაჩი
27 ნოემბერი 2020 17:54
2
ეს მომენტი ვნახე და პირდაპირ საოცარია ასეთი ბრმა მსაჯის გადამკიდე მშვიდობიანად რომ დასრულდა თამაში,სანამ ასეთი მსაჯობა იქნება არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს,წავლენ მერე ესენი ევროპაში და 0:6 გარანტირებულია. ისე კომენტატორსაც თვალს აკლია არაფერი უთქვამს სახეში წიხლი რომ ჩაარტყა, მსაჯს რომ დაეფიქსირებინა ჯარიმა არაფერიც არ იქნებოდა,უბრალოდ ფრედ დასრულდებოდა თამაში ალბათ.
ზვიო
27 ნოემბერი 2020 10:59
1
ადმინ მსაჯობაზე ორი სიტყვა არა ? წაართვა მცველს ბურთი წესების დაცვით ხომ? სული უბერეთ ფლაგმანს და მერე 0-6 გიკვირთ რა. ბრძოლაში და კონკურენციაში უნდა მოიგოს ხოლმე და არა ასე
lm
27 ნოემბერი 2020 09:03
0
საქართველოში მსაჯობის დონე არის ნული და სულ მიკერძოებული.მეორე პენალტი საიდან მოიგონა. კო გასაძევებელი იყო და არასპორტულად მოიქცა,მაგრამ მანამდე რო ფეხი სახეში გაარტყა და ის ბურთი ისე რომ მოიპოვა ეს ვერ დაინახა მსაჯმა?მაგრამ სულ ასეთი მიკერძოებული მსაჯობაა დინამოს სასარგებლოდ.....
rimni
26 ნოემბერი 2020 20:58
6
ფანცულაიას გოლი,კვარაცხელიას გოლის ალი კვალი იყო.რაც შეეხება მეორე პენალტს,ჯანელიძე რა თქმა უნდა გასაძევებელი იყო,მაგრამ მანამდე თვითონ სხირტლაძემაც ძალიან სახიფათოდ ითამაშა და მსაჯს აუცილებლად ჯარიმა უნდა ჩაესტვინა.ამ შემთხვევაში,ის უხეშობაც აღარ მოხდებოდა.სხირტლაძე ძალიან მძიმე ტრავმას,შემთხვევით გადაურჩა და შესაძლოა, გამოუსწორებელიც მომხდარიყო.ამ ჯერზე,ღვთის წყალობით გადავრჩით.
სოსო
26 ნოემბერი 2020 20:04
3
ხალხო აჩერებენ ლიგას? 4 ში თასის ფინალი(( იცით რამე
vaxo
26 ნოემბერი 2020 19:59
0

სიახლეები პოპულარული