"ლოკომოტივმა" ბათუმში "დინამოს" თამაში შემოუტრიალა და მესამე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გადადებულ მატჩში "ლოკომოტივმა" გასვლაზე ბათუმის "დინამოს" 2:1 მოუგო.

მასპინძლთა რიგებში გამორჩეული ნიქაბაძე იყო, რომლის დებიუტში მაკრატელათი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, 65-ე წუთზე კი მან სანდოხაძეს დაასწრო და ანგარიში გახსნა. სტუმართა გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდა და თამაში შემოატრიალა - ჯერ საპასუხო გოლი კონტრშეტევაზე ჩართულმა უბილავამ გაიტანა, შემდეგ კი შეცვლაზე შესული გავაშელიშვილი საჯარიმოში შეიჭრა და ალავიძის კარი დალაშქრა.

ბათუმის "დინამო" ლიდერ თბილისის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩა და 30 ნოემბერს სტუმრად "სამტრედიას" შეხვდება, ხოლო "ლოკომოტივი" 26
ქულით მესამე პოზიციაზე გადავიდა და 1-ელ დეკემბერს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

ბათუმი. "ბათუმი არენა"
დინამო (ბთ) - ლოკომოტივი 1:2
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (65), 1:1 უბილავა (74), 1:2 გავაშელიშვილი (83)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, მელიავა, გაგოშიძე, გაფრინდაშვილი, ჯიღაური (თევდორაძე 83), გონსალვესი (ჯიჯავაძე 83), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ნიქაბაძე

მწვრთნელი: გეგუჩაძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 67), დ. კირკიტაძე (იმრანი 53), თ. კირკიტაძე (კაპანაძე 76), ძებნიაური, სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთი ფეხბურთად,მაგრამ ახლად გახსნილ სტადიონზე,მეორედ რომ დააგეს მინდვრის საფარი,ასეთი გადახნული უნდა იყოს,უკვე მეორე თამაშზე?ვინ ჩაიბარა ასეთი მინდორი?თუ დანარჩენი სტადიონიც ასეა აშენებული,5 წელიწადში,კაპირტალური რემინტი დასჭირდება ალბათ.ისე,ასეთი საფარი თუ მოიწონეს,წარმომიდგენია,პირველად დაგებული რა იქნებოდა.
სოსო
06 დეკემბერი 2020 22:16
0
გეგუჩაძე არსად დაგეკარგოთ "საუკეთესო მწვრთნელი" და კიდე "სადაც მივიდა შედეგი დადო" ))))ვაი უბედურო საქართველო თვალები სად გვაქ!?(ეს ყველა სფეროს ეხება)
გულშემატკივარი
27 ნოემბერი 2020 14:02
1
დროა უკვე მამარდაშვილი მიაჩბიან ნაკრებს და ჩაანაცვლოს დაბერებული ლორია
ტოტტი
27 ნოემბერი 2020 11:08
0
რა სირცხვილია ისეთ გუნდთან წაგება რიგორიც ლოკომოტივია
largo
26 ნოემბერი 2020 22:33
43
მოსკოვის დინამოდან წერთ?
ინტრიგანი
27 ნოემბერი 2020 11:07
1
ბატონო ბერიძე,ხო ხედავთ რას უშვება გეგუჩაძე გუნდს ,ამდენი ფულია ჩადებული დინამო ბათუმში,ამ მხარდაჭერით და ფეხბურთელებით ჩემპიონობაზე პრეტენზია უნდა გვქონდეს, მწვრთნელია შესაცვლელი.
ბათუმის გულშემატკივარი
26 ნოემბერი 2020 21:04
14

სიახლეები პოპულარული