"ტორპედოს" უკრაინელი ლეგიონერი: დიდი ხანი ვდუმდი, დრო მოვიდა ყველაფერი ვთქვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" 30 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ვიტალი პონომარმა თავის "ფეისბუქზე" წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სექტემბრის ხელფასს არ უხდიან:

"დიდხანს ვდუმდი, დიდხანს ველოდი, მაგრამ მოვიდა დრო ყველაფერი მოვყვე და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. ჩემი საფეხბურთო კარიერისას ჯერ არასოდეს მოვხვედრილვარ ასეთ სიტუაციაში. ქუთაისის "ტორპედოს" არ უნდა სექტემბრის თვის ხელფასი გადამიხადოს. ცნობისათვის, კლუბიდან მხოლოდ მე არ მიმიღია ჩემს მიერ გამომუშავებულია ანაზღაურება.

ეს პირველი 100%-იანი გასამრჯელო იყო, იქამდე კი 50%-ს, 70%-ს და 90%-ს ვიღებდით. როდესაც ხელფასის 70%-ს და 90%-ს ვიღებდით, პრეზიდენტის თხოვნით კლუბთან
შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომ მთელ კუთვნილ ფულს კი არა, არამედ მხოლოდ ნაწილს მივიღებდით. როცა საბანკო ბარათებზე ყველას ფული დაერიცხა, მე სექტემბერში არაფერი არ მიმიღია. ამ საკითხის კონფლიქტის გარეშე გადაწყვეტა მინდოდა, მაგრამ პრეზიდენტი ფაბიო მანინი მატყუებდა. ყოველდღე მპირდებოდა, რომ ჩემს ფულს მივიღებდი, თუმცა მას შემდეგ უკვე მთელი თვე გავიდა. დღეს ამ დავალიანების შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, მე კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ დავრეკო და ვიკითხო, თუ როდის მივიღებ ფულს.

იყო ასეთი შემთხვევა: პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე ოფისში მივედი, იყო ისიც, რომ ვრეკავდი და რამდენიმე დღე არავინ მპასუხობდა. სექტემბერში ხელფასის 90% მივიღე, შემდეგი ანაზღაურება კი ნოემბრის ბოლოს - ოქტომბრის. მთელი ოქტომბერი და ნოემბრის ნახევარი მოლოდინში ვიყავი, მაგრამ ჩემი მოთმინება ამოიწურა.

ნოემბერში COVID-19-ით ვიყავი დაინფიცირებული, პირველ ორ დღეში კი, როდესაც ციებ-ცხელება მქონდა, ჩემს ზარზე მაშინაც არავინ მპასუხობდა.

მე მთელი სიმართლე არ ვიცი და ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება არ მესმის. დღეს ასეთ ვითარებაში მე აღმოვჩნდი, ხოლო ხვალ ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს. მთელმა სეზონმა ხელფასების პრობლემების გამო ნერვიულად ჩაიარა. აქ მოგებაზე პრემიები არ არის. მეტს არ ვითხოვ, მხოლოდ ის მომეცით, რაც გამოვიმუშავე!!! ეს ხომ თქვენ შემომთავაზეთ კონტრაქტი და მე გასამრჯელოზე პირობები არ წამომიყენებია.

ვიდრე ამას დავწერდი, მე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე.

გააკეთეთ რეპოსტი!!!".

პონომარი "ტორპედოში" ამა წლის მარტში გადავიდა და ეროვნული ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გააუქმეთ ეს გუნდი ვაბშე, რაღადროს ტორპედოა, გუნდის გარდა ყველაფერია. თუ არ უნდათ ქუთაისლებს გუნდი ყავდეთ რას აძალებთ, რო უნდოდეთ მიხედავდნენ ერთ გუნდს როგორმე და ხელგამოწვდილები არ იქნებოდნენ ვიღაც იტალიელთან.
გივი
28 ნოემბერი 2020 23:55
4
ბიჭო რით ვეღარ დალაგდით,ჯერ ეს ლეგიონერი რისთვის ჩამოყავდათ,მერე საერთოდ რა ხალხია პასუხისმგებელი ტორპედოში მიმდინარე პრობლემებზე ვინმემ იცის საერთოდ,ფეხბურთი უნდათ საერთოდ ქუთაისში ესეც გასაგებია,რა დონხალია საერთოდ ამხელა ტრადიციების მატარებელი კლუბის გარშემო, ის რაც ახლა ტორპედოში ხდება ქუთაისის დიდი პასუხისმგებლობაა ამაში.რა ვეღარ გადაეცით იმ იტალიელს ვისაც ეს გევალებათ, აჩუქეთ ბიჭო აჩუქეთ, თუ ამ კლუბის ყიდვა მართლა უნდა,თუ არადა ხალხს ნუღა ატყუებთ.
ziko
28 ნოემბერი 2020 20:10
3
დაგიძართ ფლაგმანი არ დაგავიწყდეთ ტორპედო სადაც გადამწყვეტ მატჩში დაიჭირა თქვენი დინამო იქ დადო ბეჭებზე და ორჯერ პირადად მოუგო ჩემპიონობა ფლაგმანს 2003 და 2017 წლები არ დაგავიწყდეთ ტორპედოს მტრებო. კიდევ მრავალჯერ ელოდეთ ამ სიამოვნებას ტორპედო ქუთაისისაგან .
დონ ლაძანო
28 ნოემბერი 2020 17:32
2
ცოტაა იტალიაში ტორპედოს დონის გუნდი? თუ უნდოდა იქ ვერ იყიდიდა? ან სხვაგან სადმე ევროპაში? ალბათ ბავშვობიდანვე უყვარს ტურფა საქართველო და ქუთაისზე აბოდებს.)))))))))))))))))))
ტარტაროზი
28 ნოემბერი 2020 15:00
2
მართალი ხარ 100%-ით.გახვრიტეს ყურები სპორტის აკვანი ვართო.სინამდვილეში კი სირცხილი ხართ საქართველოსი.ყველგან თავი მოგვჭრით.თქვენ იმდენს იზავთ საერთოდ ჭ კლასის ლეგიონერიც არ გამოიხედავს აქეთ თქვენს გამო.მართლა უნდა დაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ ეს სირცხვილი გუნდი!!!
ბაბუაწვერა-ს
28 ნოემბერი 2020 13:30
12
სირცხვილი ჰაჰაააააა, კლაფსვიკი-ფლაგმანი 6-1 აი სირცხვილი და თავის მოჭრა მსოფლიო მაშტაბით ტორპედო ფერმერებთან და მეცხვარეებთან არ აგებს და არც წაუგია მისი დიდი ისტორიის განმავლობაშიარასოდეს. ბოლოს პლეი ოფში რომელი ქართული გუნდი იყო შურიანებო ხომ ვერ მეტყვით 2018 წელი. ტორპედო ქუთაისი ყოველთვის მებრძოლი და ბოღმიანების გულის აფორიაქების პირველი მიზეზი.
Apostos
28 ნოემბერი 2020 17:26
0
ბოლოსდაბოლოს ეს კაცი მანინოა თუ მანინი? რა გახდება ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოთ წესიერად სახელი
თემო
28 ნოემბერი 2020 11:56
2
ეგ მანინი თავიდანვე ეტყობოდა რომ მთლად წმინდა წყლის დამლევი არ იყო, იტალიიდან ფეხბურთის გამო ჩამოვიდა ინვესტორი და მაგას კალაძე არ შეხვდებოდა? მაგრამ კალაც მიხვდა ალბათ თავისი კონტაქტებით აფერისტი რომ იყო და არ გაეკარა სიახლოვეს, თორე მაგასაც გასვრიდნენ შემდეგ
ი.კკ
28 ნოემბერი 2020 11:21
3
რა სამარცხვინოები ხართ.მთელ მსოფლიოში მოიჭერით თავი.დარჩა კიდე ქვეყანა საიდანაც არ ჩამოიყვანეთ ფეხბურთელი,არ გადააგდეთ და მერე არ გიჩივლათ? მერე დგახართ და ტირიხარ ჩქარა გაადაგვარჩინეთ თორე დედამიწა ბრუნვას გააჩერებსო.გადაგარჩინოთ კი არა დაიშალეთ და წაით სახლში სანამ სამუდამოდ თავი მოიჭერით,ითამაშეთ მეოთხე ლიგაში,მეტის ღირსები არა ხართ
ბაბუაწვერა
28 ნოემბერი 2020 08:46
7
დიდხანს ელოდი ასეთ საბაბს, ეს რომ დაგეწერა? მაგარ გასწორებულში ხარ ხო, ალბათ? ყოჩაღ, აი მესმის შური და ბოღმა ))
დათა თუთაშხია
28 ნოემბერი 2020 21:58
0
ტყულად არ იყბედებდა ამდენს , რაც ეკუთვნის უნდა მიცეს მაგ ვაჟბატონმა ...
Vasili
28 ნოემბერი 2020 02:45
1
დარჩენილიყავი უკრაინაში მეტლახი დაგეგო ფულს მაინც იშოვიდი :D:D:D:D
ika
28 ნოემბერი 2020 02:25
21
ვეებერთელა მზე ხარ !
იჰჰი
28 ნოემბერი 2020 11:38
1

სიახლეები პოპულარული