უხვგოლიანი დაპირისპირება და "დილას" ქამბექი "საბურთალოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ დეკემბერს, "დილამ" "საბურთალოს" უმასპინძლა. გუნდებმა სანახაობრივი და შემტევი მატჩი შემოგვთავაზეს. მიუხედავად პირველ ტაიმში მარცხისა, გორის გუნდმა გამარჯვება მაინც მოახერხა. 

მატჩის 28-ე წუთზე ბუმალის გადაცემით გულიაშვილმა ისარგებლა და სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. 

მასპინძლებმა მალევე უპასუხეს, გოლი ლაცაბიძემ გაიტანა.  მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტაბატაძემ "საბურთალო" კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ - 2:1.

მატჩის 46-ე წუთზე კოჰენმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. თბილისელები მესამედ ქავთარაძემ 58-ე წუთზე დააწინაურა.

გორელებმა მე-3 გაშვებული ბურთიდან 1 წუთში კვლავ შეძლეს გათანაბრება. გოლი ეტოუმ გაიტანა.

მატჩის 72-ე წუთზე მიკოლა
კოვტალიუკმა პენალტი ზუსტად შეასრულა  და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 4:3.


1-ლი დეკემბერი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"


დილა - საბურთალო 4:3

გოლები:
0:1 გულიაშვილი (28), 1:1 ლაცაბიძე (33), 1:2 ტაბატაძე (45+2), 2:2 კოჰენი (46), 2:3 ქავთარაძე (58), 3:3 ეტოუ (59), 4:3 კოვტალიუკი (72).

"დილა" - ჩოჩიშვილი, ალეფი (ჩიტეიშვილი, 65), იუნტუნტიე, ხურცილავა, ეტოუ, ლაცაბიძე, მარკოზაშვილი, მადინგა (სპანდერაშვილი, 46), გაგნიძე, ლექვთაძე (კოჰელი, 46), კოვტალიუკი. 

"საბურთალო" - კუპატაძე, გრიგალაშვილი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე (გოჩოლეიშვილი, 74), ცნობილაძე, ალთუნაშვილი, ალვინი (ნონიკაშვილი, 82), გულიაშვილი, ბუმალი (ქავთარაძე, 46), ტაბატაძე.

ამ გამარჯვებით "დილამ" მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და თუ ბოლო ტურში "ლოკომოტივს" დაამარცხებს, კონფერენს ლიგის საგზურსაც მოიპოვებს. "საბურთალომ" კი ევროტურნირებზე ასპარეზობის შანსი დაკარგა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კორღალიძე ნახვამდის არ ხარ საბურთალოს დონე.
ქართლელი
16:51 02-12-2020
0
კორღალიძე & კუპატაძემ იმდენი იჩალიჩეს რომ ე.წ. ქამბექი გამოსულიყო :))))) ლოკომ რომ გაუშვა გუნდიდან ეგრე გადაუხადა ალბათ :)))) ქართული ფეხბურთის ფიასკო გრძელდება სამწუხაროდ
ლოკო მესამე ადგილზე
12:08 02-12-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული