"ტორპედო" "თელავს" დაუზავდა. ქუთაისელები პლეიოფში ითამაშებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურში "თელავმა" "ტორპედოს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 

"თელაველებმა" 24 ქულით მე-6 ადგილი დაიკავეს.

რაც შეეხება "ტორპედოს", მათ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად 17 ქულა არ ეყოთ. მის წინ "სამტრედია" გახლდათ, რომელთანაც თანაბარი ქულების შემთხვევაშიც ქუთაისელებს დასარჩენად პლეიოფის თამაში მოუწევდათ, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "სამტრედიას" ჰქონდა.

თელავი, "კავკასიონის არენა"

"თელავი" - "ტორპედო" 1:1

გოლები: 0:1 პონომარტი (27), 1:1 ბაჩალეიშვილი  (90+2)

"თელავი" - თანდილაშვილი, ბაჩიაშვილი (სამუშია 64), თოლორდავა, დიმიტროვსკი, ჩეკურა (მოისწრაფიშვილი 46),
ბაჩეიშვილი, მოსიაშვილი, ჯიქია, კანდელაკი (რუხაძე 46), ჭაბრაძე, კვასოვი.

"ტორპედო" - შოვნაძე, ნადარაია, ბოჭორიშვილი, მირცხულავა, ტაბატაძე (ადამაძე 46), ჯანელიძე, შარვაშიძე, გოგუაძე (ტუღუში 57), ფურცვანიძე, იონანიძე, პონომარტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული