თბილისის "დინამო" მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ოქროს მედლების მოსაპოვებლად "დინამოს" ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ მეტოქეს ადვილად სძლია.

ანგარიში თერთმეტმეტრიანით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი გაბედავამ დუბლი შეასრულა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (25, პენ), 2:0 გაბედავა (41), 3:0 გაბედავა (77)

დინამო (4-2-3-1): კვასხვაძე, იაშვილი, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა (კ), ქარდავა, ქავთარაძე, კუხიანიძე (გაგნიძე 71), ქიმაძე (შულაია 45+1), გაბედავა (კაპანაძე 80)

მწვრთნელი: ჩისკო

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ქარქუზაშვილი, ფოფხაძე (კ), კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე (თოლორდავა 68), დეისაძე (ხაბულიანი 46), სარდალიშვილი, გაბისკირია (შენგელიძე 46), გოგოლაშვილი

მწვრთნელი: დარასელია

მკითხველის კომენტარები / 38 /
როგორ მიყვარს ფეხბურთი,მაგრამ ქართული ფეხბურთისკენ გახედვაც კი აგარ მინდა,სამარცხვინოები დონეზე ვართ როგორც კლუბურ ფეხბურთში,ასევე ეროვნული ნაკრების დონეზე,მხოლოდ ცარიელი სიტყვაა საქართველოს ჩემპიონი,გავლენ ეს ჩვენი გუნდები ევრო თასებზე და პანტა-პუნტით ერთმანეთის მიყოლებით ცვივიან იქიდან ისეთი გუნდებისგან რომლებსაც ნახევრად პროფესიონალებსაც კი ვერ უწოდებ,ნაკრებმა ხომ ვაისის ხემძღვანელობოთ საერთოდ "გმირობა" ჩაიდინა და ფინალს რომელსაც ამდენ ხანს ველოდებოდით სახლში უშანსოდ,მეტოქის კართან ერთი სახიფათო მომენტის შეუქმნელად წააგო.
Pele
10 დეკემბერი 2020 22:31
2
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენო... კატაც არ გვყავს მაშინ თაგვს... არც თაგვი? საბოლოოდ ჭიაყელზე დავედით
ზორბეგი
10 დეკემბერი 2020 21:46
4
ბათუმის დინამოსაც ჰქონდა შანსი გამარჯვების, იმ შემთხვევაში თუ თბილისის დინამო წააგებდა და ბათუმის დინამო მოიგებდა. ეს თუ დაგეგმილი სპექტაკლი არ იყო კობიაშვილი რატომ ესწრებოდა თამაშს თბილისში?
სოსო
10 დეკემბერი 2020 21:28
7
ძაან ბანძი ნაროდი გვყავს ევროპაზე, ლოკომოტივიც ვერ გავიდა :(((
guga lomidze
10 დეკემბერი 2020 21:22
2
აუფ! რესტორნები დაკეტილია, თორემ უეჭველი აღნიშნავდნენ!
დავით 67
10 დეკემბერი 2020 21:12
0
რეალურად ასეთი დინამო ცოტა ძლიერი ჩემპიონატი რო იყოს და რეგიონებში ის ტრადიციული გუნდები მოწოდების სიმაღლეზე რო იყვნენ, ვგულისხმობ ზუგდიდს,ფოთს, ლანჩხუთს, ქუთაისს და ზესტაფონს და კიდევ სხვა ტრადიციულ ქალაქს და გუნდებს ფეხბურთში,ახლანდელი დინამო ასეთ შემთხვევაში მე-7 მე-8 ადგილს ვერ გასცდებოდა.რეგიონებში და ამ ჩამოთვლილ ქალაქებში უნდა მიექცეს ყურადღება ფეხბურთს თუ გვინდა ძლიერი ჩემპიონატი.დინამოს ახლანდელი ჩემპიონობა კი რეალურად თავის მოტყუებაა.
ziko
10 დეკემბერი 2020 20:08
1
სანამ რეგიონებში არ მიხედავენ ფეხბურთს იქამდე არ გვექნება ძლიერი ჩემპიონატი. კაი დინამო გახდა ახლა ჩემპიონი მაგრამ მერე რა? ისევ 6-1 კლაქსვიკთან? სანამ სხვა გუნდებიც არ წამოწიევიან ისევ ერთ დონეზე იქნება დინამო და იგივე მდგომარეობა გვექნება
Nick
10 დეკემბერი 2020 19:05
4
სამარცხვინოები, ამათი ჩემპიონობაც ....და ფიფიასიც...სახელი გადაარქმევინეთ მაინც
kkk
10 დეკემბერი 2020 19:04
7
აი ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახე კლაკსვიკის ბულკი(ძველი დინამოს ხათრით უარესს არ ვამბობ) ხდება ქვეყნის ჩემპიონი.ტფუ
hhh
10 დეკემბერი 2020 18:46
5
ქართული ფეხბურთის უბედურება ისაა,რომ ფარერების მიერ შერცხვენილი გუნდა აქ მაინც ჩემპიონი ხდება...რომ შემდეგ ევროპულ ციკლში კვლავ თავი შეირცვინოს? რამდენი ლარი ერგება ჩემპიონობაზე ?ვითომ ამაზეა დახარბებული ფიფია?...და კოდევ ერთი:ერთხელ და სამუდამოდ დაადგინეთ და გამიჯნეთ ეს "იმ" თბილისის "დინამო" სამართალმემკვიდრეა ??? თორემ ხან არის და ხან არა...და თუ არაა,მაშინ ძველ ტიტულებს ნუ უმატებთ ...
ზურა
10 დეკემბერი 2020 18:44
4

სიახლეები პოპულარული