თბილისის "დინამო" მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ოქროს მედლების მოსაპოვებლად "დინამოს" ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ მეტოქეს ადვილად სძლია.

ანგარიში თერთმეტმეტრიანით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი გაბედავამ დუბლი შეასრულა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (25, პენ), 2:0 გაბედავა (41), 3:0 გაბედავა (77)

დინამო (4-2-3-1): კვასხვაძე, იაშვილი, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა (კ), ქარდავა, ქავთარაძე, კუხიანიძე (გაგნიძე 71), ქიმაძე (შულაია 45+1), გაბედავა (კაპანაძე 80)

მწვრთნელი: ჩისკო

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ქარქუზაშვილი, ფოფხაძე (კ), კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე (თოლორდავა 68), დეისაძე (ხაბულიანი 46), სარდალიშვილი, გაბისკირია (შენგელიძე 46), გოგოლაშვილი

მწვრთნელი: დარასელია

მკითხველის კომენტარები / 38 /
მკვდრების დოღი
ელგუჯა
10 დეკემბერი 2020 16:54
2
სიაფანტი ჩემპიონობა, ფარერების ბულკებიიიიიიიიიიიიიიიიიი
kopala
10 დეკემბერი 2020 16:46
2
ეს მედლები და ცერემონია გამზადებული იყო თბილისში თუ რა თემაა? :)
irakli.
10 დეკემბერი 2020 16:43
2
აუფფ რა უქნიათ, სირცხვილის საფეხბურთო კლუბი
hmm
10 დეკემბერი 2020 16:36
2
აბა გოლოცავთ, გაისად სან მარინოს გუნდთან იქნებ მოიგოთ კიდეც
A
10 დეკემბერი 2020 16:16
2
ფარერების გუნდელები უყურებენ და ფიქრობენ ჩვენ რო ვიყოთ საქართველოს ჩემპიონატში ჩვენ გავხდებოდით ჩემპიონებიო
ტოტტი
10 დეკემბერი 2020 16:06
2
ევროტურნირებზე რას იზამენ ეგაა საქმე თორემ ჩვენს დამათხოვრებულ ჩემპიონატს ვინ მოიგებს რა მნიშვნელობა აქვს..
Ok.
10 დეკემბერი 2020 16:03
3

სიახლეები პოპულარული