ფინანსური ვალდებულებების დასაფარად "ტორპედოს" ვადა 28 დეკემბრამდე მისცეს

AutoSharing Option
17 დეკემბერს სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის დასკვნითი სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი საიტით ავრცელებს:

"ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა მიიღო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ში მოასპარეზე 46-მა საფეხბურთო გუნდმა და ქალთა ლიგის 14-მა საფეხბურთო გუნდმა.

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბების ლიცენზირების დებულებებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების საფუძველზე ლიცენზია მიიღო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის 35 მა საფეხბურთო გუნდმა. ასევე 9 ქალთა ლიგაში მოასპარეზე
გუნდმა.

რაც შეეხება ზემოთხსენებულ ლიგებში მონაწილე 16 საფეხბურთო გუნდს, კომიტეტის მიერ უარი ეთქვა დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება კლუბებს მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ კლუბის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად განესაზღვრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერი. აღნიშნული ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კლუბს ავტომატურად შეუჩერდება ლიცენზია გასაჩივრების უფლების გარეშე".

მკითხველის კომენტარები / 6 /
რით ვერ გადაეცით ტორპედო მანინის და რით ვერ დამთავრდა ამ გუნდის პრობლემა.მარტო დინამოს რო აქცევთ ყურადღებას გახდება ჩემპიონი საკვალიპიკაციო თამაშებში ტაქსის მძღოლები და მეთევზეები გვიგებენ.ჩემპიონატში კონკურენცია არაა.და მიაქციეთ ქუთაისს ყურადღება და დააყენეთ ფეხზე ეს გუნდი.
კახა
20 დეკემბერი 2020 12:02
0
როცა კარგი გუნდი იყო შეგნებულად დაშალეს, ეხლა უნდა გააგდოთ.
ანდრო
19 დეკემბერი 2020 20:14
0
აუცილებლად უნდა დააქვეითონ თავის გულშემატკივრებიანად..სულ პრობლემებშია ეს სამარცხვინო გუნდი,ბიჭებს ხელფას არ უხდიან,გუნდი რომელიც ფეხბურთელებს არ აფასებს ის დასაშლელია აუცილებლად
ანდროს
20 დეკემბერი 2020 02:10
0
შეწუხდა უკვე ამ ტორპედოთი ყველა,ასეთი გუნდის ადგილი მეოთხე ლოგაშია..ამ გუნდთან როგორ უნდა ითამაშოს ლოკომოტივმა სირცხვილია და კიდევ არაფრის მომცემი ლოკოსთვის..
jako
19 დეკემბერი 2020 11:47
7
ბევრის გულის გასახეთქად მაინც დარჩება ტორპედო უმაღლეს ლიგაში... თუ ვინმეს არ მოსწონს გაიხსენოს კახი კალაძის სიტყვები და დამშვიდდება...
ტორპედოელი
20 დეკემბერი 2020 02:33
0
სრულად გეთანხმები ტორპედო თავის გულშემატკივრებიანად სადმე მოუვარულთა ლიგაში უნდა იყოს,ლოკოს როგორ უნდა შეადარი ტორპედო,წელს სამარცხვინო ანგარიშით მოუგო ტორპედოს ლოკომ და უ-19 ით...
jakos
19 დეკემბერი 2020 14:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული