როგორ გასცა ინფორმაცია ჩისკომ ქართულ ფეხბურთზე - მან "ლოკომოტივის" "გრანადასთან" მარცხში წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
ესპანური საიტი entrenadoresfutbol.es "დინამო თბილისის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსის შესახებ წერს.

თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, ის ევროპის ლიგაზე "გრანადას" თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებაში დაეხმარა.

საქმე იმაშია, რომ "გრანადას" "რკინიგზელებზე" ინფორმაციის მოძიება გასჭირვებიათ და დახმარებისთვის ჩისკოსთვის მიუმართავს, რომელიც ქართულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი.

მასაც დახმარებაზე უარი არ უთქვამს და თანამემამულეებს ქართველების დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მოგეხსენებათ, 24 სექტემბერს "გრანადამ" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" 2:0 სძლია.

რაც შეეხება ჩისკოს, მან დღეს თავისი ნებით დატოვა "დინამო თბილისის" მწვრთნელის პოსტი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩემპიონშიპის ბინადარ "უოტფორდში"
გადავა სამუშაოდ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ეუჰ რას ბოდავთ? გრანადა ევროპა ლიგაზეც ჩისკოს იმედზეა ? ეს თუ გჯერავთ ის თუ გჯერავთ კრაიოვას ფაისაღი მოუგო?
dato
19 დეკემბერი 2020 11:54
2
namusi saertod dakarget? reebs bodialobt?
goga8004
19 დეკემბერი 2020 11:40
3
ჩისკოს გარეშე გაუჭირდებოდა გრანადას ლოკომოტივის დამარცხება? ბატონო ლაშა, თქვენ ამ ფორუმში მონაწილენი ასეთი დაბალი დონის გგონიათ?
koko
19 დეკემბერი 2020 11:36
1
ხოხ,ა წიე თურმე რატომ წავაგეთ.მეც მაგას არ ვფიქრობდი, ვინმემ ხომ არ გაგვყიდა მეთქი.აბა ჩვენი გუნდების მომგები ევროპაში კიარა მსოფლიოში არ არიან,ასე მგონია მე.
მახა
19 დეკემბერი 2020 11:12
1
ჩისკოს ძეგლი დაუდგეს გრანადაში!!!!!!!
rigiti
19 დეკემბერი 2020 10:29
1
ნეტავ დინამოზე ჩისკომაც ხო არ გასცა ინფორმაცია რეებს ბოდიალობთ გაუჭირდებოდათ არა ინმორმაციის მიღება იყთუბიდან ან ვერ ნახავდნენ იმ ორ თამაშსს დინამოსთან და რუმინულ გუნდთან კაი რა რას ბოდიალობთ წაგვაგებინაო შეიძლება ოდნავი წვლილი შეიტანა მაგრამ წაგვაგებინაო სასაცილოა რა
გიორგი
19 დეკემბერი 2020 10:15
1
კაროჩე ჩისკოს რომ არ გაეთქვა ინფორმაცია და სტრატეგია შანსი არ იყო გრანადას მოეგო ჩვენთვის
Gaguuuu
18 დეკემბერი 2020 23:37
3
ჩისკო რომ არ ყოფილიყო გადაუვლიდნენ
1111
18 დეკემბერი 2020 22:58
4
დღის ანეგდოტი - ქართული ფეხბურთი
გუჯი
18 დეკემბერი 2020 22:22
10
ჩისკოს ნუ დააბრალებთ გრანადას წარმატებას
გიორგი
18 დეკემბერი 2020 22:19
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული