როგორ გასცა ინფორმაცია ჩისკომ ქართულ ფეხბურთზე - მან "ლოკომოტივის" "გრანადასთან" მარცხში წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
ესპანური საიტი entrenadoresfutbol.es "დინამო თბილისის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსის შესახებ წერს.

თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, ის ევროპის ლიგაზე "გრანადას" თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებაში დაეხმარა.

საქმე იმაშია, რომ "გრანადას" "რკინიგზელებზე" ინფორმაციის მოძიება გასჭირვებიათ და დახმარებისთვის ჩისკოსთვის მიუმართავს, რომელიც ქართულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი.

მასაც დახმარებაზე უარი არ უთქვამს და თანამემამულეებს ქართველების დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მოგეხსენებათ, 24 სექტემბერს "გრანადამ" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" 2:0 სძლია.

რაც შეეხება ჩისკოს, მან დღეს თავისი ნებით დატოვა "დინამო თბილისის" მწვრთნელის პოსტი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩემპიონშიპის ბინადარ "უოტფორდში"
გადავა სამუშაოდ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
როგორ გასცა და მეზარბაზნეები აღარ ყავთ მაგათო სეატყობინა
lsd
18 დეკემბერი 2020 20:50
0
უთქვია, ნუ გეშინიათ ადვილად მოუგებთო ))
SL
18 დეკემბერი 2020 21:28
1
რა საიდუმლო?)) რის საიდუმლო))) ნეტავ კი ჰქონდეთ რამე დასამალი
kaxi
18 დეკემბერი 2020 21:17
1
ძალიან სასაცილოა.ეს ჩვენ ასეხარ ვართ?ყაზახეთის გუნდს როვხვდებით ცხადაძეს არ ვეკითხებით იმ კლუბზე?ან კვიპროსის გუნდზე ქეცბაიას და იქ მოთამაშე ლეგიონერებს?გასცა თორე ისე ქონდათ ყველაგერი შენიღბული,ჩისკო რომ არა,ვერაფერს მოგვიხერხებდნენ.თანამედროვე ეპოქაში ვის რა შედარებაა ნდა დაუმალო.მითუმეტეს საფეხბურთო გუნდის თამაში.
Master
18 დეკემბერი 2020 21:26
2
კაროჩე ჩისკოს რომ არ გაეთქვა ინფორმაცია და სტრატეგია შანსი არ იყო გრანადას მოეგო ჩვენთვის
Gaguuuu
18 დეკემბერი 2020 23:37
3
ჩისკო რომ არ ყოფილიყო გადაუვლიდნენ
1111
18 დეკემბერი 2020 22:58
4
სულ ჩისკოს ბრალი ყოფილა ლოკო რომ გრანადასთან გამოვარდა და კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამს :)
დათო
18 დეკემბერი 2020 21:11
1
ეეჰ, რა მოგებული თამაში წაგვაგებინა, თურმე.
ჰაჰა
18 დეკემბერი 2020 22:13
2
სასაცილოა რა დიდი ინფორმაცია იყო გასაცემი ქართულ ფეხბურთზე
ალეკო
18 დეკემბერი 2020 21:15
1
დღის ანეგდოტი - ქართული ფეხბურთი
გუჯი
18 დეკემბერი 2020 22:22
10
აბა აბა თორე მოუგებდნენ არა.
ლომი
18 დეკემბერი 2020 20:45
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული