გიორგი ნემსაძე თბილისის "დინამოს" მწვრთნელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება 1+1 წლით გაფორმდა.

ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში დაიწყო. შემდეგ იყო თბილისის "შევარდენი" და ბოლოს გორის "დილა", რომელთან ერთადაც ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა.

თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი კი ჩემპიონშიფის "უოტფორდის" დამრიგებელი გახდა.


მკითხველის კომენტარები / 17 /
ვის გაუშვებენო სექტემბერში? აბა გამოიცანით ვინ დატოვებს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილ დინამოს?
თემო
17:28 22-12-2020
2
სანამ ლიგაზე ან ევროპაზის ჯგუფურში არ მოხვდება ეს გუნდი მანამდე არანარი აზრი არ აქ არაფერს! მარა რა გინდა რო ქნა? ერთერთი წარმომადგენელი გუშინწინ პირდაპირ ეთერში იძახდა რო ჩვენი მიზანია ევროპულ გუნდებში ფეხბურთელების გაშვება, ანუ აკადემიის მუშაობა და 19-20 წლის ტალანტების დახურდავება მესამე მეოთხე ეშელონის გუნდებში, ანუ ამათ არ აქვთ იმის ამბიცია რო ევრო ტურნირზე გავიდნენ , ეს შეიძლება მოხდეს თუ ძალიან აი სასწაულად გაუმართლებთ კენჭისყრაში და იქაც ან მოწინააღმდეგის წამყვან ფეხბურთელებს ვირუსი და ტრამვები უნდა დაემართოთ და დინამოს სასწაულად უნდა უმართლებდეს თამაშში , აი ასეთ შემთხვევაში კიდე შეუძლება მოხდეს რაღაც , მაგარამ ეს სასწაული 1000 წელიწადში ერთხელ ხდება და დაელოდეთ თუ გინდათ! რავიცი აბა... ( თავს იმით იპრავებენ, გვაბოლებენ! რომ ვითომ გადაზრდილები არიან უკვე ფეხბურთელები და გუნდს ახალი სისხლი ჭირდებაო, გუნდში აღარ ჩერდებიანო, აღარ ჩერდებიან კი არაა , ზუსტად ხედავენ თქვენ პოლიტიკას გუნდში, იციან რო აზრი არ აქ , წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი! თქვენ თვითონ ქმნით მაგ ნიადაგს და წავა კი არა თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი მეც მაგ ფეხბურთელების ადგილს რომ ვიყო, ჩისკომაც შეხედა ალბათ რეალობას , ფიფია არავის დამმატებელი რეალურად ეგ არ იყო, და პირიქით ვინც თამაშობს ისიც გასაშვებად უკვე მზად ყავს, იგივე კრუგზე მიდის და ადგა ეს კაციც და წავიდა ინგლისის მეორე ლიგაში , იქ მეტი გამოჩენის შანსი აქ, აბა წარმოიდგინეთ ლიგაზე გასვლის შანსი რომ ქონოდა ან ევროპაზე, ჩისკოსთვის უფრო მეტი თავის გამოჩენის საშვალება არ იქნებოდა? მაგრამ იცოდა შიდა სამზარეულო და დაიხურა ქუდი და წავიდა თავის გზაზე.
Vasili
14:08 22-12-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული