ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"საბურთალო" "ვენტსპილსის" ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
"ვენტსპილსის" 26 წლის ნახევარმცველი გიორგი ერისთავი კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს. მან ლატვიის გასული ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ერისთავი ადრე "თელავში", "სამტრედიაში", "ლიეპაიაში", "დილასა" და თბილისის "დინამო 2"-ში თამაშობდა.

"საბურთალომ" აგრეთვე გამოცდილი მცველები გიორგი ჯგერენია (სამტრედია) და გიორგი ლაცაბიძე (დილა) და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი თომა ტაბატაძე (რუსთავი) დაიმატა.

ასევე დაგაინტერესებთ