"ტორპედომ" დავალიანების დაფარვა დაიწყო და მომავალ წელსაც ელიტაში იქნება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს, პოსტში კი ვკითხულობთ:

"ტორპედო" ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, პაპუნა მელაძის განცხადებით, კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება.

გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას", - წერია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოდან" რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ინვესტორი ჯუზეპე მანინო წავიდა, თუმცა კლუბში სხვა იტალიელები დარჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ვალი დაიფარა კარგია, მაგრამ ვინ დაფარა იმას რატომ არა წერთ?...რა მაგის პასუხია და "გაგრას" რომ მოეგო საინტერესოა ისინი როგორ დააკმაყოფილებდნენ სალიცენზიო პირობებს?...არასოდეს დაწერილა "გაგრას" ვინ ინახავს.
emigranti
30 დეკემბერი 2020 04:14
0
ყოჩაღ ფხაკაძეებს ტორპედოს როგორ ვერ უპატრონეს!!! უბრალოდ ქუთათურობის გამო და ტრადიციის გამო მობუვლიდი თუ საჩემპიონო კლუბს არა ჩვეულებრივ კლუბს რომ ეკადრება ისეთს გავაკეთებდი სასურცხვილოდ სულს ღაფავს გაიქცევა ყველა ბავშვი თბილისში ტორპედოს საფეხბურთო სკოლაში ვინ მივაცროცა კლუბს ასეთი იმიჯი შეექმნა!
კახა
30 დეკემბერი 2020 00:35
0
რა გაჩნდა ასეთი საპრობლემო ტორპედო თუ საქმეს ეშველება მერე მომავალში დააქვეითონ მე 4 ლიგაში ოღონდ გუნდი გაანთავისუფლონ ამ ვალებიდან და ხელახლა დაიწყონ ამ გუნდის შენება.
იო
29 დეკემბერი 2020 22:02
3
მოკლედ ეხლა გადუგდებენ გროშებს, ვითომ გაივლიან ლიცენზირებას და მერე მთელი მომდევნო წელი იქნება მაგის წუწუნი ფინანსური კრიზისია ტორპედოშიო. ფეხბურთელებს კი მისცემენ ხელფასს 200 ლარს ალბათ არ დაიხოცნენო...სატირააა
Levan
29 დეკემბერი 2020 21:44
1
მოკლედ ფული არის, ვაშაააა!!!!!!! თუმცა სირბილი არავის უნდა და...... საქართველოში ძუნძულში იხდიან მაყუთსო, მართალი ყოფილა.....
კ ო მ ბ ლ ე
29 დეკემბერი 2020 20:52
1
როგორ მომენატრება ჯუზეპე money-no
გიორგი გორგაძე
29 დეკემბერი 2020 17:31
1
ტორპედო მაინც გავარდება. ვალებს მაინც არ გაისტუმრებს მერია.
Giorgi kakaladze
29 დეკემბერი 2020 17:18
15
მე მაქვს ინფორმაცია რომ ტორპედოს მეოთხე ლიგაში გაუშვებენ რადგან ეს განცხადება არის ფარსი. ვალები არ არის გასტუმრებული.
ქობულეთელი მაჩო
29 დეკემბერი 2020 16:56
13
ვის დასცინით რო დასცინით??? სადაა ელიტააა? გეგონება ინგლისის პრემიერ ლიგა იყოს ,დასწერეთ ტორპედო მომავალ წელსაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში იქნება!! რა ელიტაააა
ანტონ პეხნიჩეკი
29 დეკემბერი 2020 16:55
6
და ელიტაში რა იგულუსხმეთ? ქართული ფეხბურთის გუნდების ელიტაო არ თქვათ ახლა.
ელიტა
29 დეკემბერი 2020 16:37
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული