ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"დილას" ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

AutoSharing Option
"დილას" მწვრთნელად ანდრეი დემჩენკო დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაცია გორულმა კლუბმა თავისი საიტით გაავრცელა:

"ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი დემჩენკო იქნება. "დილასა" და ანდრეის შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. დემჩენკომ სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის "მეტალურგის" ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა უზბეკურ "ობოდში" განაგრძო, ბოლოს კი ხარკოვის "მეტალისტში" ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მოღვაწეობდა, 2019-20 წლების სეზონში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ
დამარცხდნენ.

ანდრეი დემჩენკო სტატისტიკურად ყველაზე მეტჯერ 4-1-4-1 სქემას იყენებს. გარკვეულ მატჩებში 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემებსაც მიმართავს. ვულოცავთ ანდრეის ჩვენი კლუბის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებთ".