თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საიტი იტყობინება, რომ გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და პირველი ვარჯიში ჩაატარა. ახალი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის განკარგულებაში, ადგილზე მყოფი ფეხბურთელების გარდა, წინა სეზონში სხვადასხვა კლუბში იჯარით გაშვებულმა ფეხბურთელებმაც ივარჯიშეს.

თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. დინამო თბილისი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძაან ბევრ კლუბს არც კი დასიზმრებია ისეთი პირობები როგორც დინამოს აქვს, მაინც არ ივარგეს,
რატი
05 იანვარი 2021 21:22
0
პრობლებები ბიჭებთან? რომელ ბიჭებთან, 6-1 რო წააგეს ფარერებთან? ბიჭები ქვიათ მაგათ? პრობლემები კი არა, ეზოში აღარ უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს სირცხვილით...
levani
05 იანვარი 2021 13:50
4
სანამ ნემსაძე იქნება დინამოში მორჩა დინამოს გულშემატკივრობა..გაიხსენონ თუ რატომ გაუშვეს დინამოდან ნემსაძე..დამხმარეზე რა უნდა თქვა ერთი ის რომ სადაც იმუშავა ბიჭებთან პრობლემები ქონდა სულ..
ნიკუშა
05 იანვარი 2021 12:25
1
ყველაზე დიდი შეცდომა ნემსაძე დინამოსთვის..
რუბინი
05 იანვარი 2021 12:20
3
კიდე 6 დარჩა გასაგდები!
giorgi
05 იანვარი 2021 11:57
1
შეავსებენ დინამოპს რიგებს "ჭ" კლასის ფეხბურთელებით, კონა ათი შაური რომ ღირს!
ალეკო
05 იანვარი 2021 11:57
1
ან იმათ რაღას იტოვებთ ერთი D
dima
05 იანვარი 2021 11:22
0
მოყრიან ყარტა-ყურტა ფეხბურთელებს ან იმათ ვინც მაყუთს გამაზავს ან პატრონი ყავს. მოუგებენ გარდაბანის ჯანდაბას ან ჭიათურის კაჭკაჭებს და იტყვიან დინამო ისევ ჩემპიონიაო.
iakob_loladze
05 იანვარი 2021 10:42
3
წარმატებები გიორგი ნემსაძეს!!!
tngh
05 იანვარი 2021 10:19
1
რაის ნემსო?! რასაც რომა იტყვის ისეა, მორჩა ფეხბურთში რომანტიკა და სხვა მაღალი მატერიები, ეს დიდი ბიზნესია, სადაც სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებები და კანონებია, თან აქ ცოოოტა პოლიტიკაცაა)).
kaxi
05 იანვარი 2021 09:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული