თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ფაბიან სპორკსლეიდი გაიფორმა.

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო.

ცოტა ხნით "ვილემ II"-სა და "ლუპა კასტელიში" ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი "ბრედას" და ბოლოს "ვალვაიკის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელსა და "დინამოს" შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აქვე გეტყვით, რომ თბილისელთა რიგებში ითამაშებს მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან წოწონავაც. მანაც დედაქალაქელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გუშინ კი თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფიფიამ რომ იყიდა დინამო, ყველა გულშემატკივარს იმედი ჩაესახა თავიდან მართლაც წინ გადადგა ნაბიჯი გუნდმა შემადგენლობაც კარგი იყო და ბავშვთა ფეხბურთსაც მიხედა, ასე 2-3 წელი გაგრძელდა და დაიწყო გუნდმა უკუ სვლა, დღეს უკვე ევროპის მაშტაბით თუ ავიღებთ არარაობა გუნდი გახდა, ფიფიას დამსახურებით
ალეკო
07 იანვარი 2021 11:19
0
ერთ-ერთ წამყვანს დავესესხები და ვიტყვი: აბა რაა, აბა რაააა
გიორგი გორგაძე
06 იანვარი 2021 17:47
0
ამ ფეთიან ზანგს, მალე სიარულს და სირბილსაც გადააჩვევენ, საწყალი, აზრზე არაა სად მოხვდა...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
06 იანვარი 2021 15:17
2
ამის აიაქსში ნათამაშები არ გაიშვა.ვინმეს გაგიგონიათ?მე პირველად გავიგე ნამდვილად.
master
06 იანვარი 2021 13:26
3
2 წუტი აქ ნათამაშები ზირითადში
oto
06 იანვარი 2021 12:27
1
აქ გაკეთებული კომენტარების მიკვირს. ისე ცხვირაწეულები ამადლით ამ ბიჭს თბილისის დინამოს "კვართს", თითქოს ბარსელონაში გადმოვიდა დაუმსახურებლად. მე უფრო ის მიკვირს ჰოლანდიიდან დაქცეულ საქართველოში რო წამოვიდა, განა ასეთ რა ხელფასს შეთავაზებდნენ? მე მის ადგილას ფარერებზე წავიდოდი, ფეხბურთის დონეც ჩვენზე მაღალია და თბილისური მოწამლული ჰაერის მაგივრად სუფთა ოკეანის ჰაერს მაინც ჩავისუნთქავდი. თუ გგონიათ რომ საშუალო ხელფასი ფეხბურთელის ფარერებზე (ნუ ცოტას თევზსაც თუ დაიჭერ და ცხვარსაც გაკრეჭ) ნაკლებია ვიდრე დინამოში, ძალიან ცდებით. ასე რომ ქილიკს და მაიმუნობას გვერჩივნოს ერთი ადგილი დავაყენოთ. აგერ ნახავთ ეს ჩამოწერილი ფეხბურთელი ყველა ქართველ ამომავალ ვარსკვლავზე მეტს ირბენს, 1 წელიწადში დარჩენას შევეხვეწებით და აზერბაიჯანის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბზე, ან რუსეთის მეორე ლიგის გუნდზე გაგვცვლის, იმიტომ რომ ჩვენი დონე ედაბლება!
თორნიკე
06 იანვარი 2021 11:39
3
როგორ მეცოდება ქართველი, ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელსაც ფეხბურთი წაგვართვეს და ვიღაცის მარტო ბიზნესის ყურება და ქომაგობა გვიწევს!
ბასკი
06 იანვარი 2021 11:28
0
ფიფია არ იმსახურებს, დინამოს ისტორიას და არც ეროვნულ სტადიონთან რამე ურთიერთობას! დაარქვას თავის გუნდს დინამო 2 ან დინამო 2000 ან რავიცი რაც უნდა ის, ოღონდ კი იმ წარსულ ისტორიას ნუ ბღალავს, და ნუ ასოცირდებაა ვითომ იმ ძველი დინამოს ტრადუციის გამრგრძელებელიაა, წავიდეს რა თავის გზაზეე./
Vasili
06 იანვარი 2021 11:28
1
"დინამომ აიაქსის ფეხბურთელი დაიმატა"
სენსაციური სტატიის სათაური:ფეხბურთელი რომელიც 3 წელი ირიცხებოდა აიაქსში და სულ 2-ჯერ გამოჩნდა შემადგენლობაში!!!
სენსაციური ტრანსფერი
06 იანვარი 2021 11:20
1
დაიწყეს უკვე მიცვალებულებით გუნდის დაკომპლექტება,მართლაც და ვაი თქვენს პატრონსს
კახი კახა
06 იანვარი 2021 11:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული