"ლოკომოტივმა" 14 წლის მეკარეს კონტრაქტი გაუფორმა და შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი თავისი ვებგვერდით ავრცელებს:

"გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თბილისში შეიკრიბა და 8 იანვრიდან, სავარჯიშო პროცესი დაიწყო. საგურამოს ბაზის მინდვრების რეაბილიტაციის გამო, გუნდი დროებით თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებს.

თბილისური შეკრება, 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და სავარჯიშო პროცესის პარალელურად, ლოკო სამ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს:

17 იანვარი - ლოკომოტივი Vs გარეჯი
24 იანვარი - საბურთალო Vs ლოკომოტივი
31 იანვარი - ლოკომოტივი Vs დინამო ბათუმი

2 თებერვალს, გუნდი თურქეთში, ბელეკში გაემგზავრება, სადაც
ორკვირიანი შეკრებაა დაგეგმილი. თურქულ შეკრებაზე, ლოკომოტივი ხუთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს:

5 თებერვალი - ლოკომოტივი Vs შახტარი (დონეცკი, უკრაინა)
9 თებერვალი - ლოკომოტივი Vs დესნა (უკრაინა)
10 თებერვალი - ლოკომოტივი Vs როტორი (რუსეთი)
12 თებერვალი - ლოკომოტივი Vs უფა (რუსეთი)
16 თებერვალი - ლოკომოტივი Vs ტორპედო ჟოდინო (ბელარუსი)

17 თებერვალს, ლოკო თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დღეებს, კვლავ მოსამზადებლად გამოიყენებს".

"ლოკომ" 14 წლის მეკარესთან, სოსო კოპალიანთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის 2019-2020 წლებში "ტორპედოს" სამატჩო განაცხადში ოთხჯერ იყო შეყვანილი, თუმცა არ უთამაშია.

დღეს გუნდთან ერთად კოპალიანმა და კიდევ ორმა ახალწვეულმა - რევაზ თევდორაძემ და კახა კახაბრიშვილმა პირველად ივარჯიშეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სად მოძებნით ასეთ ჭიჭიკო გუნდს
ლუკა
09 იანვარი 2021 19:51
0
ძალიან ადრე ხომ არ არის, კონტრაქტი ამ ყმაწვილთან???
tngh
09 იანვარი 2021 16:11
2
წარმატებას ვუსურვებ
შოკირებული გულშემატკივარი
09 იანვარი 2021 12:07
3
მოზარდ ფეხბურთელს წარმატება ვუსურვე და ვიღაც კეთილშობილმა რატომღაც დისლაიქი დაწერა
შოკირებული გულშემატკივარი
09 იანვარი 2021 19:07
3
წარმატებები
macbook pro
09 იანვარი 2021 03:22
3

სიახლეები პოპულარული