ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" სერბი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" სერბი ნახევარმცველი მილან რადინი ჩაირიცხა, - ამის შესახებ საქართველოს ჩემპიონი ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ჩვენს გუნდში სერბი ნახევარმცველი მილან რადინი ითამაშებს. 29 წლის ნახევარმცველსა და დინამოს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი კი დედაქალაქელებს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება. ამჟამად რადინი სერბეული სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ- ში შეკრებაზე იმყოფება.

მილან რადინი სხვადასხვა დროს ნოვი სადის, მლადოსტის, პარტიზანის, აქტობეს და კორონას რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის ინჯიაში ასპარეზობდა".

ასევე დაგაინტერესებთ