ქუთაისელთა ერთი პრობლემა მოგვარებულია - "ტორპედომ" დავალიანება სრულად დაფარა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

"ტორპედო ქუთაისმა" ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება!

ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. განსაკუთრებული მადლობა იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, აგრეთვე ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და მის გუნდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს.

წყარო: "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტორპედო ასეთ დღეში არ უნდა იყოს, ვიღაცის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, სამოყვარულო გუნდი ხო არაა ამხელა ტრადიციების და ისტოორიის გუნდი.
ziko
26 იანვარი 2021 21:22
0
ყველაფერი სასწაული ქუტაისში რო უნდა მოხდეს რა ჩაჩავამ ჭამა და ჩვენი გადასახადებიდან გავისტუმრეთ?
ბარემ აქციებიც დაგვირიგონ
Sinsilo
25 იანვარი 2021 22:53
4
ისე მართლა, ჩაჩავა მაგას არ გადაიხდიდა და ...
vaxo
25 იანვარი 2021 21:43
0
გუნდი რო გადარჩა დაჯარიმებას ცოტა რო ამოისუნთქა ეგ კარგია./ ერთი რაღაც მაინტერესებს ეს დავალიანება ვისი ფულით დაიფარაა? ნუ დიდი მადლობა , მერს , ფედერაციას, რწმუნებულს , მაგრამ ამათმა თავიანთი ჯიბიდან ამოიღეს ეს ფული და გადაუხადეს ტორპედოს ? თუ რაში უხდით მადლობებს? ეგ ვერ გავიგე კარგად./ და იმ მანინომ რა ქნაა? წევიდააა და წევიდაა ხოოომ??? ერთი მაგის ბიზნესპარტნიორები მაპოვნინაა.............
Vasili
25 იანვარი 2021 21:33
2
ესეიგი შერჩა ყომარბაზს წაღებული ფული? ბიუჯეტმა დაფარა იმის ნათამაშები? :)
და ზაალი?
25 იანვარი 2021 20:18
0
როგორციქნა ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგე...
romandro
25 იანვარი 2021 18:41
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული