"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

AutoSharing Option
33 წლის ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" განაგრძობს. ეს ინფორმაცია მან თავად ჩვენთან საუბარში დაადასტურა.

როგორც საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი კარის დარაჯი ამბობს, ის საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვა და კონტრაქტსაც გააფორმებს.

"ტორპედოსთან" შეთანხმება უკვე მიღწეული მაქვს. იმედი მაქვს, საქართველოში შემდეგ კვირას ჩამოვალ, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და 1-წლიან კონტრაქტს გავაფორმებ.

ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ქუთაისელებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. გუნდის წარმომადგენელს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ძლიერი კლუბის ჩამოყალიბება უნდათ, რამაც ძალიან მომხიბლა.

"ჩიხურადან" წასვლის შემდეგ სამშობლოში, "სარაევოში" ვთამაშობდი, მაგრამ "ტორპედოს" წინადადების
შემდეგ მათთან კონტრაქტი გავწყვიტე.

საქართველო ძალიან მომენატრა. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და ჩემს მეორე სამშობლოდ ვთვლი. თქვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ბრწყინვალე ადამიანები ცხოვრობენ.

ძალიან დამწყდა გული, რომ ჩემი ყოფილი გუნდი "ჩიხურა" მეორე ლიგაში გავარდა. ამ ყველაფერმა გული ძალიან დამწყვიტა. იმედი მაქვს, ისინი უმაღლეს ლიგაში მალე დაბრუნდებიან", - ამბობს ჰამზიჩი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტორპედომ" 13 ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა და ქუთაისელები ახალ გუნდს ქმნიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ტიპი ფხიზელი იყო ნეტა ამ ინტერვიუს დროს? საქართველოს არაჩვეულებრიობა არ გაიშვას. ..
გენა
29 იანვარი 2021 23:56
21
რატომ აძლევთ საღორეში გაზრდილები საკუთარ თავს ამდენის უფლებას?
ნიკო
30 იანვარი 2021 13:07
0
მე ჩემი სამტრედიას ფანი ვარ და ტორბედოსთან ურთიერთ შეხვედრებში მაგათი დაუძინებელი მტერი ვარ მარა რაც ქართულ ფეხბურთს ეხება იქ უკვე ყველას ფანი ვარ ამიტომ ტოპედო აუცილებლად უნდა გაძლიერდეს
ავთო
29 იანვარი 2021 16:42
4
წარმატებები ქუთათურებო.
ძალიან გამახარებს ტორპედოს წინსვლა
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
29 იანვარი 2021 14:07
2
დინო კარგი მეკარეა, გამოცდილი, ტორპედოს მაგრად გამოადგება ,კარგი ტრანსპერია, კიდევ ველოდებიტ ტორპედო უნდა გაზლიერდეს სხვანაირად არ გამოვა.
x
29 იანვარი 2021 14:02
1
გაგონილა კაცმა კლუბთან კონტრაქტი გავწყვიტე ტორპედოს შეთავაზების შემდეგო!!!
ანტონ პეხნიჩეკი
29 იანვარი 2021 13:33
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული