ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" თურქეთში შეუერთდა

AutoSharing Option
ნახევარმცველი გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი ვებგვერდით ავრცელებს:

"საბურთალოს" კაპიტანი გიორგი კოხრეიძე, რომელიც ესპანეთში 2-კვირიან სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, დღეს გამთენიისას თურქეთში მყოფ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა. ჩვენი გუნდის "ათიანი" ფიზმომზადების მწვრთნელის, მილოვან მატიასევიჩის ხელმძღვანელობით გააგრძელებს მზადებას, რის შემდეგაც ნელ-ნელა გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს".