ეროვნული ლიგის ბინადარმა "თელავმა" მალდინი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "თელავმა" ერთბაშად 15 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის სოციალური ქსელის გვერდი ავრცელებს.

ერთ-ერთი ყველაზე თვალში მოსახვედრი სახელი და გვარი პაბლო მალდინია, თუმცა მას ლეგენდარულ პაოლო მალდინისთან საერთო არაფერი აქვს.

ის ბრაზილიის მოქალაქეა და ადგილობრივი "ფლამენგოს" აღზრდილია.

როგორც იცით, "თელავმა" ეროვნული ლიგა კარგად დაიწყო და პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "სამტრედიას" 1:0 სძლია.

რაც შეეხება "თელავის" დამატებულ 15 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

გიორგი ჩოჩიშვილი, ცოტნე კაპანაძე, ზურაბ თევზაძე, პაბლო კრანეირო ფრეიტასი, გიორგი ჯანელიძე, იმედა აშორტია, გიორგი ხაბულიანი, რევაზ ინჯგია,
ჟონატა პერეირა, ბექა გაბისკირია, ვაჟა ფაცაცია, შოთა შეყილაძე, ლუკა სოსიაშვილი, რატი არდაზიშვილი, ლაშა შერგელაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნესტაზეც ჩალიჩობენ ეხლა და მარტო შემოწმება აქვს გასავლელიო და დაცვის პრობლემა მოგვარდება,აი ერთი ცენტრში ზეედორფი დაგვათრევია და წინ ინძაგი და ვსიო,გუგუნებს მერე თელავი
დემეტრე
02 მარტი 2021 17:17
2
ყურძნის საკრეფად იყო ალბათ ჩამოსული
დიმა
02 მარტი 2021 17:15
2
რუმბო არდიას იმატებენ ეხლა
გიო
02 მარტი 2021 10:36
0
ალბათ ამის ოცნების გუნდი წნორის მილანია )))
გიორგი
02 მარტი 2021 02:20
3
თელავმა მალდინი,სადღაცას მგონი ზიდანიც არის...
nodiko
01 მარტი 2021 20:58
2
Zidani,maldini.vixodebit nel-nela.masterligashi Ro 17wlis maldinis aiyvan da nel-nela gaamaldineb isea albat.
Ise romeligaca agents yavda 15kaci shetenili gagania martshi da ujigres albat.
Levani
01 მარტი 2021 20:31
0

სიახლეები პოპულარული