გურამ კაშია "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის  "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს:

"ოფიციალურად - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. გურამ კაშიამ "ლოკომოტივთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

"ლოკომოტივში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - ამბობს გამოცდილი
მცველი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯიგარი! პირველი მაგალითი უნდა იყოს კაშოს საქციელი, როგორც ყოველთვის! კაი კაცი
რა მაფიაა?
02:36 04-03-2021
11
ყოჩაღ გურამ რომ არ იუკადრისე საქართველოს ჩემპიონატში თამაში, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ასაკში მყოფი ფეხბურთელები უბრუნდებოდნენ საქართველოს, სხვანაირად სწორედ ვერ ვითარდებიან ჩვენი ახალგაზრდები, იმედია სხვებიც მოგბაძავენ, რათქმაუნდა შესაბამისი პირობებიც უნდა შევუქმნათ ამ ხალხს
გიორგი
02:33 04-03-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული